ადამიანებში რომანტიკული განწყობა და მაცდური სიგიჟეების ჩადენის სურვილი ერთი-ორად მატულიბს. ცნობილი რუსი ასტროლიგი ვასილისა ვოლოდინა ამ გაზაფხულზე რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანს გამოყოფს, რომელთა განწყობაზეც გაზაფხულის დადგომა ჯადოსნურად იმოქმედებს და რბილად რომ ვთქვათ, "გააფრენინებს" მათ... მოდი, ვნახოთ ვის "გაუმართლა" ამ მხრივ.
ვერძი - გაზაფხულზე ვერძების უმეტესობას განსაკუთრებული აღმაფრენა და რომანტიკული განწყობა უტევს. ამ ეტაპზე კი რამდენიმე მნიშვნელოვანი პლანეტა კერძოდ - ხულიგანი ურანი, სიყვარულის ქალღმერთი ვენერა და მზე ყველა ერთად ვერძის ზოდიაქოს ნიშანში მოიყრის თავს აპრილის თვეში. ჰოდა, მიდი და ნუ დაკარგავ თავს ამ გაზაფხულზე, თუკი შენი ზოდიაქოს ნიშანი ვერძია.
მერწყული - მერწყულის მმართველი პლანეტა ურანი ვერძის ზოდიაქოს გადის, აპრილში კი მას პლანეტა ვენერაც შეუერთდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი მერწყულის ცხოვრებაში მოულოდნელი რომანტიკული ნაცნობობისა და ამაღელვებელი სასიყვარულო კავშირების წამოწყების ალბათობა ერთი-ორად მოიმატებს. შესაძლებელია, რომანი მოკლევადიანი იყოს, თუმცა აუცილებლად იქნება ლამაზი და დასამახსოვრებელი ხანგრძლივი ვადით.
ქალწული - "დიდი ბედნიერების" პლანეტა იუპიტერი ჯერ კიდევ ზაფხულის ბოლოდან გადავიდა ქალწულის ზოდიაქოში, გაზაფხულზე მას ფეხს აუწყობს პლანეტა ვენერა კუროს ზოდიაქოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალწულების დიდ ნაწილს სტაბილური და მყარი სასიყვარულო კავშირების წამოწყება შეეძლებათ. თქვენ შეიძლება შეხვდეთ პარტნიორის, რომელიც მთელი ცხოვრების სიყვარულია თქვენთვის და ზუსტად ის "ერთადერთი და განუმეორებელია", ვისაც მთელი ამ წლების მანძილზე ეძებდით.