ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან - ცუდი მძღოლების სტატისტიკა

ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან - ცუდი  მძღოლების სტატისტიკა

ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები რა სახის დამოკიდებულებით გამოირჩევიან ავტომობილის მიმართ.

აღმოჩნდა, რომ სტატისტიკურად ცუდი, დაუმორჩილებელი და უპასუხისმგებლო მძღოლების დიდი ნაწილი ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებში მოიაზრება.

მათ გვერდს უმშვენებენ ასევე ცეცხლის სტიქიით დაბადებული მშვილდოსნები . მათი პრობლემა ძირითადად არის ის, რომ ხშირად ახასიათებთ საჭესთან საუბარი (მობილურით თუ თანამგზავრებთან).

განსაკუთრებული პრობლემატურობით გამოირჩევიან ასევე კუროები . მათ პრინციპულად არ სურთ და არ უყვართ გზის დათმობა არავისთვის, რასაც ხშირად მოსდევს არაერთი კონფლიქტური სიტუაცია.

მეოთხე საპატიო ადგილს იკავებენ მორიელები , რომლებიც ერთიანობაში საკმაოდ კარგი მძღოლები არიან, მაგრამ უყვართ ექსტრიმი და სიჩქარე, რაც ხშირად ხდება მათთვის პრობლემების მიზეზი.

არანაკლებ ცუდად მოძრაობენ ავტომანქანით

თევზები. მათთვის ასტროლოგები დიდ ავტობანებზეც კი წინასწარმეტყველებენ პრობლემებს, ძირითადად იმის გამო, რომ თევზებს სწრაფი რეაქცია უჭირთ და  აზროვნებენ გაფანტულად.

ეს რაც შეეხება ყველაზე პრობლემატურ მძღოლთა ხუთეულს... მომდევნო სტატიას უკვე "საჭის პროფესიონალებს" დავუთმობთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?