ზოდიაქოს ნიშნები უნიღბოდ -ორსახოვანი და "ტვინის ბურღი" ტყუპი

ზოდიაქოს ნიშნები უნიღბოდ -ორსახოვანი და "ტვინის ბურღი" ტყუპი

მორიელი ეჭვიანი და შურისმაძიებელია, ქალწული კრიტიკული და მეწვრილმანე, მერწყული ზედაპირული და არაპროგნოზირებადი და ა.შ.

შესაძლოა, ამ თვისებებიდან ზოგიერთი ვიღაცისთვის მისაღები ან გასაგებიც იყოს, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ნაკლად ითვლება. თუმცა, ასტროლოგიაში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ემყარება. ამიტომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელ ცუდ თვისებას გააჩნია ე.წ. "ანტიდოტი" – თავისებური მიდგომა, რომლის მეშვეობითაც თქვენ გაგიადვილდებათ ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელის მხრიდან წამოსული ნეგატიური თვისებების დაბლოკვა ან განეიტრალება.

ორსახოვანი და "ტვინის ბურღი" ტყუპი

ამ ნიშის წარმომადგენლებში ყოველთვის არსებობს შინაგანი გაორების პრეცენდენტი, ზოგიერთში ეს აქტიურად ვლინდება, ზოგი კი ახერხებს მხოლოდ პერიოდულად გამოუშვას დღის სინათლეზე, თავისი ნეგატიური "ალტერ-ეგო".

ტყუპის უმეტესობა ელვის სისწრაფით იცვლის სამოსს, სამსახურს, საცხოვრებელ ადგილს, მანერებს, შეხედულებებს და გადაწყვეტილებებს. ისინი მუდმივად დახტიან, მაშინაც კი, როცა უბრალოდ წიგნს კითხულობენ – დახტიან წიგნის დასაწყისიდან ბოლოში, ან ბოლოდან თავში. აბა, რომელ ტყუპს გააჩნია მოთმინება ნაწარმოები ბოლომდე ჩაიკითხოს?

სამაგიეროდ, ნებისმიერ დისკუსიას გამართავს და თავს იქ როგორც თევზი წყალში ისე იგრძნობს. მის გარშემო მუდმივად ნერვული ატმოსფეროა. სულ რომ ჩუმად იჯდეს (მდუმარედ მჯდომი ტყუპი კი ძალზე იშვიათი მოვლენაა ბუნებაში), გარშემო მყოფები მაინც გრძნობენ მისგან მომავალ ელექტრონულ მუხტს. ტყუპი სწრაფად ლაპარაკობენ და არასოდეს ეხერხება სხვების მოსმენა. არ გააჩნიათ ელემენტარული მოთმინების უნარი. ამიტომ მათი უმრავლესობა მუდმივ კონფლიქტშია გაცილებით უფრო რეალისტურად მოაზროვნე ან კონსერვატორულ ხალხთან.

მართალია, ისინი მეგობრულები და კომუნიკაბელურები არიან, მაგრამ უახლოესი მეგობარიც ვერ შეაცვლევინებს ტყუპს აზრს, თუ ამ უკანასკნელს თავად არ წამოუარა რამემ და საკუთარი პოზიცია თავადვე არ გააბათილა.

როგორც წესი, ისინი პანიკურად გაურბიან ახლო ურთიერთობებს. ეს იმიტომ, რომ არათუ თვეობითა და წლობით, რამდენიმე საათის მანძილზეც კი არ შეუძლიათ ამ ადამიანებს ერთი და იგივე სიტუაციის ან ხალხის ატანა. მათ უმრავლესობას სული ეხუთება თუ პარტნიორი ცდილობს სულში ხელები უფათუროს. ძალიან რომ დაუახლოვდეთ მერე? იქნებ მისი სულის ისეთ სიღრმეებში მოინდომოთ ჩახედვა, რომელსაც თავადაც იშვიათად იკვლევენ ტყუპი და ბევრმა არც კი იცის ზუსტად რა ხდება იქ – ფსკერზე. ხოლო თუ მაინც მოისურვებთ ამ ფსკერის ამოქექვას, იქ რამდენიმე სახეობის ნიღაბამოფარებულ ადამიანს აღმოაჩენთ, რომელიც ხან ერთი, ხან მეორე სახით წარსდგება თქვენ წინ. საბოლოოდ კი მიხვდებით, რომ ტყუპმა თქვენთან ურთიერთობაში ნამდვილის სახე დაკარგა. ამიტომ შეეშვით მის ქვეცნობიერში ქექვას და მიეცით საშუალება მას იყოს მენტალურად ახლობელი და ემოციურად შორეული, თუნდაც ქორწინებიდან ათი წლის შემდეგ.

შესაძლოა, ტყუპის ამგვარი ორსახოვნებისა და ორმაგი სტანდარტებით ცხოვრების სიყვარული აიხსნას იმ მიზეზით, რომ მას ხშირად თავად ვერ გაურკვევია რა სურს ან სურს კი საერთოდ რამე? ხშირად იგი თავად ეძებს საკუთარ თავში ახალ-ახალ შესაძლებლობებს. მისი მზერა გამჭრიახია, ტალანტები მრავალრიცხოვანი. ამას დაუმატეთ დიპლომატიის უნარი და მოქნილობა. ერთადერთი, რაც მას საქმეს უფუჭებს მოუთმენელი ხასიათი და არასტაბილურობისკენ მიდრეკილებაა. რა მოხდებოდა, კუროებისგან ან ქალწულებისგან ესწავლა იგი ძვირფას ტყუპს?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?