ჩვენი მზის ზოდიაქოს ნიშნის საერთო მახასიათებელია.ასე მაგალითად, მორიელი ეჭვიანი და შურისმაძიებელია, ქალწული – კრიტიკული და მეწვრილმანე, მერწყული ზედაპირული და არაპროგნოზირებადი და ა.შ.
შესაძლოა, ამ თვისებებიდან ზოგიერთი ვიღაცისთვის მისაღები ან გასაგებიც იყოს, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ნაკლად ითვლება. თუმცა, ასტროლოგიაში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ემყარება. ამიტომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელ ცუდ თვისებას გააჩნია ე.წ. "ანტიდოტი" – თავისებური მიდგომა, რომლის მეშვეობითაც თქვენ გაგიადვილდებათ ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელის მხრიდან წამოსული ნეგატიური თვისებების დაბლოკვა ან განეიტრალება.
„მასხარას სინდრომით“ დაავადებული მშვილდოსანები
ძირითადად გამოიყურება როგორც ბედნიერღიმილიანი იდიოტი და ხშირ შემთხვევაში, ასეც არის რეალურად. მისი ფანატიზმამდე დასული ოპტიმიზმის შეჩერება ამ ქვეყნად არანაირ ძალას არ ხელეწიფება, მათ შორის არც თავში მოხვედრილ საგანს, თუნდაც ეს იყოს აგური. ხშირად გაუთავებელი ქაქანითა და ტრაბახით ისე აოსებს ადამიანებს, ამ უკანასკნელთ სურვილი უჩნდებათ ნელ-ნელა და გეგმაზომიერად მიაღრჩონ იგი.
ბავშვობიდან უყვარს გარშემომყოფებში საკუთარი თავის „გურუდ“ და „განმანათლებლად“ წარმოჩენა. ამ კურსს არც დიდობაში ღალატობს, თუმცა რამდენად გამოსდის აღებული გეზის დაცვა ეს უკვე სხვა საქმეა. აღმერთებს ნაირ-ნაირი ტყუილების დაბრეხვებას, მაგრამ ძირითადად უბოროტოდ ან სულაც დიადი და კეთილი ჩანაფიქრის „ეგიდით“ სჩადის ამას . სიბერეში როგორც წესი მემუარების წერას მიჰყოფს ხოლმე ხელს, რომელში ასახული მოვლენებიც მისი ფანტაზიის ნაყოფია.
დადებითი თვისებებიც ბევრი აქვს, განა არა? მუდმივი ღიმილი არ სცილდება სახიდან ან უბრალოდ ავიწყდება ხოლმე პირის დროულად დამუწვა. მისი იუმორი უსაზღვრო და მსოფლიო მასშტაბისაა. შეუძლია წვეულებისას აბსოლუტურად უცნობ ასაკოვან და ჯერაც ახალგაზრდულად გამოწყობილ, კეკლუც ქალბატონს „დამგდები“ კომპლიმენტით გაუხაროს გული. მაგალითად ასეთით - „აი მესმის, შენახულა ბებო!“. ა რადა საკუთარი თავი, ნებისმიერ მათგანს დიპლომატიურობის განსახიერება ჰგონია და აბა სცადეთ, მოედავეთ ამაში.
მისი მეგობრული სული ღრმა და უსაზღვროა, ამიტომ მასში უნდათ ეს თუ არა ეს გარშემომყოფები განწირულად იძირებიან. სამაგიეროდ გულუხვ და დიდსულოვან მშვილდოსანს შეუძლია, ოჯახის ქონება სამეგობროზე ბოლომდე გაანიავოს. სიყვარულში არასტაბილური და თავქარიანია, ამიტომ როგორც წესი ნებისმიერი მშვილდოსნის ცხოვრებაში აქვს ადგილი ყოფილი მეუღლეების (ახლა უკვე მეგობრების) ვრცელ ნუსხას . კაცმა რომ თქვას, მეგობრობა მისთვის უფრო ფასეულია ვიდრე სიყვარული.