თხის რქა - "ეკონომია ყველაფერზე მათ შორის ღიმილზეც"
არასოდეს და არავის პატიობს წყენას. სწორედ ამიტომ ეძახიან ასტროლოგები თხის რქას ”უშხამო მორიელს” . მისი სახით სახეზეა განდიდების მანიითა და არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი, სულიერების მინიმალური დონის მქონე იშვიათი ინდივიდი. რომელსაც მარტოოდენ მაღალი პოსტი ავიწყებს საკუთარ კომპლექსებს, ისიც დროებით . ამიტომაც ებღაუჭება იგი სავარძელს და თანამდებობას. მის გარეშე ხომ თხის რქის თვითშეფასება ნულოვან ნიშნულს უტოლდება.
ახასიათებს სნობიზმი და სოციალური დისკრიმინაცია. თუმცა, შეუძლია თავი ლიბერალად და ადამიანის უფლებების დამცველადაც მოგაჩვენოთ, თუ ეს ”საქმეს სჭირდება”. საერთოდაც, საქმის საჭიროებიდან გამომდინარე, ყველაფერზეა წამსვლელი, რასაც უფროსობა უბრძანებს და დაავალებს. მანამ სანამ, თავად დაიკავებს ამ ზემოთ ხსენებული უფროსობის ადგილს. აი, შემდეგ კი არაფერზე და აღარსად წავა ხანგრძლივი დროის მანძილზე. როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით.