რა თქმა უნდა, აუცილებელი და კარგი რამაა, თუმცა არსებობს ხალხი, ვისთვისაც რთულია წყენისა და გულისტკივილის მარტივად დავიწყება. ასტროლოგები თვლიან, რომ ყველაზე მეტად იმედგაცრუების დავიწყება წყლის ნიშნებს უძნელდებათ (მორიელი, კირჩხიბი, თევზები), რასაც მათი ემოციური ბუნება განაპირობებს. თუმცა რეალურად ჩვენს ჩამონათვალში ადგილები ცოტა სხვანაირად გადანაწილდა:
3. კირჩხიბი - ემოციური ბუნების გამო, ამასთან ერთად იმის გამოც, რომ საშინლად ბუტია და წყენიაა კირჩხიბი ხშირად ისეთ რამეზე ბრაზობს, რაც სხვისთვის წვრილმანი და აბსოლუტურად არა არსებითია. ეს ადამიანები ყურადღებას აქცევენ არა მარტო იმას თუ რას ეუბნებიან, არამედ იმასაც, როგორი ტონით მიმართავს მათ თანამოსაუბრე. არასოდეს შეეხოთ კირჩხიბთან საუბრისას უდიერად მისი ოჯახის წევრებს და ნათესავებს. ეს მისი აქილევსის ქუსლია.
2. მორიელი - შურისმაძიებელი და საკმაოდ სასტიკია. ამას არც ერთი მორიელი არ მალავს. თუმცა ისინი სამართლიანები არიან და სამაგიეროს გადახდაც ყოველთვის დამსახურებულად იციან. მორიელი არასოდეს ბრაზობს უმიზეზოდ, ამიტომ კირჩხიბივით საუბრის ტონის გამო ნაკლებად გაგინაწყენდებათ. თუმცა თუ მისი გამოყენება ან მოტყუება განიზრახეთ, პასუხსაც საკადრისს მიიღებთ. ამ ადამიანთან არასოდეს შეეხოთ მის პიროვნულ თვისებებს და თავმოყვარეობას. ნუ გაეჯიბრებით პროფესიულად და არ ეთამაშოთ გრძნობებზე თუკი მასთან პირადი ურთიერთობა გაკავშირებთ.
1. კურო - ალბათ გიკვირთ ჩამონათვალში მისი მოხვედრა, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ კუროს სიმშვიდის მიღმა ერთობ სათუთი შინაგანი სამყარო და დიდი ემოციურობა იმალება. მართალია, ამ ადმაიანებს არ ახასიათებთ სენტიმენტალურობა, მაგრამ კურო, რომელმაც ვინმე ახლოს მოუშვა და მისი ნდობა ბოროტად გამოიყენეს მორიელსა და კირჩხიბზეც საშიშია ერთად აღებული. ხომ გაგიგონიათ, "ხარს წინ წითელი ნაჭერი არ უნდა უფრიალოო", ამიტომ განრისხებული კუროს ნახვა ერთობ საშიში სანახაობაა. ამ ადამიანებს არ ახასიათობთ ბოღმიანობა, თუმცა გაბრაზება მართლაც რომ ძალზე ცუდი იციან. არასოდეს შეეხოთ კუროს შემთხვევაში მის საკუთრებას, ნუ მოატყუებთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში და ნურასოდეს გადალახავთ ზღვარს, რომელსაც იგი ემოციური კუთხით გიწესებთ.