ადამიანებს ესა თუ ის გამოკვეთილი სახასიათო თვისებები გააჩნიათ. თუმცა, შესაძლებლობები მათ შორის განსხვავებულია. ამიტომ არსებობს ისეთი საქმეების სიაც, რომელსაც ხელი არასოდეს უნდა მოკიდოთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, თუ არ გინდათ, რომ თავი შარში ამოყოთ შედეგად...
ვერძმა თავი შორს უნდა დაიჭიროს სამხედრო კარიერისგან. იმიტომ რომ ძალაუფლებას მის ხელში და იმპულსურ ხასიათს, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დაწყება მოჰყვეს.
კურომ შორს უნდა დაიჭიროს თავი ქველმოქმედებისგან. მისთვის უდიდესი ტანჯვაა, ფინანსურად დაეხმაროს იმ ხალხს, ვისაც არ იცნობს და ვერც ვერასოდეს შეხვდება.
ტყუპი უნდა ერიდოს ნებისმიერი სახის მონოტონურ სამუშაოს. მისთვის მომაკვდინებელია რუტინა და ერთი და იმავეს კეთება.
კირჩხიბმა თავი შორს უნდა დაიჭიროს საყოველთაო ყურადღებისგან. რეკლამა, პიარი, შოუბიზნესი - ეს ყველაფერი კირჩხიბისთვის არასასურველია. იგი საკმარისზე მეტად მორცხვი და პრივატული ადამიანია საიმისოდ, რომ საყოველთაო ყურადღების ქვეშ ყოფნა აიტანოს.
ლომმა თავი შორს უნდა დაიჭიროს ისეთი სფეროებისგან როგორიცაა: კვლევითი და მეცნიერული სფერო. მისთვის გაცილებით მარტივია ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება და ადამიანები მართოს.
ქალწულმა თავი შორს უნდა დაიჭიროს მასწავლებლის პროფესიისგან. მისი ნერვული სისტემა ვერასოდეს გაუძლებს უზუსტობას, ქაოსურობას და უკულტურობას მოსწავლეების მხრიდან.
სასწორმა შორს უნდა დაიჭიროს თავი ისეთი სამუშაოსგან, რომელიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღებას ითვალისწინებს. მისთვის ნერვოზის ტოლფასია მცირე დროში გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.
მორიელმა თავი უნდა არიდოს უფროსისა და შეფის სავარძელს. თუკი მაინც მოინდომებთ სხვებზე ბატონობას, შესაძლოა თქვენს ხელქვეითებს უბრალოდ სძულდეთ დიქტატორული გამოვლინებების გამო.
მშვილდოსანი სათოფეზე არ უნდა გაეკაროს ისეთ სიტუაციას, სადაც მას მოსწავლის როლი აკისრია. ეს ხალხი თავს კარგად გრძნობს მასწავლებლის და გურუს როლში. სხვა შემთხვევაში მათი ცხოვრება მარიონეტის ყოფას დაემსგავსება.
თხის რქამ თავი უნდა მოარიდოს რისკს და ექსტრიმს. მათ ნერვულ სისტემაზე ცუდად მოქმედებს პროფესიები, სადაც საჭიროა მუდმივი ცვლილება და გადაადგილება.
მერწყულმა თავი შორს უნდა დაიჭიროს მომსახურების სფეროსგან. იმიტომ რომ მერწყულს ამქვეყნად ყველაზე მეტად თავისუფლება და საკუთარ ჭკუაზე ცხოვრება უყვარს.
თევზებმა თავი შორს უნდა დაიჭიროს დისციპლინირებული სამსახურისგან. მათთვის მოსაწყენი და მტანჯველია მკაცრი უფროსი სამსახურში. ეს ხალხი შემოქმედებითი და ინდივიდუალურია.