იმისდა მიხედვით თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაბადებული, საკმაოდ სპეციფიკური და ინდივიდუალურია. ამიტომ, თუკი კარგად დააკვირდებით, ადვილად იცნობთ ვერძს, ლომს ან მშვილდოსანს გარეგნული მონაცემებით. ჩვენ მოგიყვებით თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს რა დამახასიათებელი ნიშანი გააჩნია ამ მხრივ:
ვერძს გამოკვეთილი წარბებზედა არე აქვს. თვალები ძირითადად მწვანე ან ცისფერი. მზერა - თამამი და პირდაპირი.
კუროს სხეულის მრგვალი ფორმები აქვს. ხშირად არის ფუმფულა. მზერა - მშვიდი და აუღელვებელი.
ტყუპს მოძრავი ნაკვთები აქვს. თვალები პატარა და ღრმად ჩამჯდარი. მზერა - მუდამ მოუსვენარი.
კირჩხიბები ორი ტიპის არიან. საშუალო სიმაღლის მრგვალთავიანი და მრგვალი სახის და მეორე ტიპი - წინ წამოწეული ქვედა ყბითა და მეჩხერი კბილებით. თავი ტანთან შედარებით ყოველთვის დიდი უჩანთ.
ლომებს ხვეული თმა ან ურჩი ქოჩორი აქვთ. მზერა - მედიდური. ხელ-ფეხი მსხვილი და მასიური.
ქალწულებს ლამაზი თვალები აქვთ, სახის დახვეწილი ნაკვთები. სიარულის მანერა სპეციფიკური.
სასწორებს ლოყებზე ნაჩხვლეტებით (იგივე ვენერას ფოსოებით) იცნობთ.
მორიელებს მუქი ფერის თვალები აქვთ. მზერა - ეჭვიანი და პირქუში. ხშირად არიან შავგვრემნები.
მშვილდოსანს ლაღი, ალალი მზერა აქვს. სახე მუდამ მომღიმარი და ოპტიმისტური გამომეტყველება.
თხის რქას მშვიდი სახე აქვს. სახის ნაკვთები თითქოს გამოქანდაკებული. მზერა - დინჯი.
მერწყულებს შორის ხშირია ჭარბწონიანი ხალხი. გულღია გამომეტყველება აქვთ. მზერა - მოუსვენარი.
თევზებს თვალებით იცნობთ. ხშირად თვალის დიდი ჭრილი ან გადმოკარკლული თვალები აქვთ ხოლმე. მზერ - მშვიდი და გარინდებული.