რა სახის სისუსტეები გააჩნიათ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს, ხომ მრავალ ღირსებასთან ერთად ნეგატიური თვისებებიც გამოარჩევს ერთმანეთისგან. გვინდა, თითოეული ზოდიაქოს ნიშნის სამ ყველაზე დიდ სისუსტეზე გესაუბროთ თანმიმდევრობით:
დღეს კირჩხიბზე ვისაუბრებთ:
კირჩხიბის ყველაზე დიდი სისუსტეები კი შემდეგში მდგომარეობს:
1. თავის შეცოდებისკენ მიდრეკილება - კირჩხიბი მუდმივად წუწუნებს საიმისოდ, რომ გარშემო მყოფებს თანაგრძნობა და სითბო "გამოსძალოს", ნაცვლად იმისა, რომ მარტივად მოითხოვოს სხვებისგან უბრალოდ ყურადღება. როცა გარშემო მყოფები უმტკიცებენ, როგორი კარგი და არაჩვეულებრივია, კირჩხიბს საკუთარი თავის რწმენა ემატება.
2. წყენის დამახსოვრება -
კირჩხიბი ემოციური ნიშანია. ამიტომ მიყენებულ ტკივილს ხანგრძლივი ვადით ან საერთოდაც ვერ ივიწყებს ხოლმე. რაც საბოლოო ჯამში მის ჯანმრთელობას აყენებს ყველაზე დიდ საფრთხეს.
3. ორსახოვნება - წლებიც რომ იცნობდეთ კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამაინს და მასთან ერთად რამდენიმე ფუთი მარილიც გქონდეთ ნაჭამი, მაინც ვერასოდეს გააკეთებთ პროგნოზს რას მოიმოქმედებს იგი ამა თუ იმ სიტუაციაში. კირჩხიბი ყველაზე ამოუცნობი ნიშანია.