რა სახის სისუსტეები გააჩნიათ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს, ხომ მრავალ ღირსებასთან ერთად ნეგატიური თვისებებიც გამოარჩევს ერთმანეთისგან. გვინდა, თითოეული ზოდიაქოს ნიშნის სამ ყველაზე დიდ სისუსტეზე გესაუბროთ თანმიმდევრობით:
დღეს კუროზე ვისაუბრებთ:
კუროს ყველაზე დიდი სისუსტეები კი შემდეგში მდგომარეობს:
1. სიახლეების მიუღებლობა - კურო იმ ადამიანთან რიცხვშია, რომელსაც "შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ ლხინს". ამის გამო კი იგი ბევრ კარგ შანსს უშვებს ცხოვრების მანძილზე ხელიდან.
2. სიჯიუტე - კუროების დიდი ნაწილი ზოგჯერ იმ შემთხვევაშიც კი ჯიუტობს, როცა გონებით აცნობიერებს, რომ სიჯიუტეს აზრი არ აქვს ან ეს ყველაფერი ნამდვილ მარაზმს ემსგავსება.
3. ემოციების შიში - დიახ, დიახ ბევრი კურო ხშირად ზედმეტად ფრთხილია სიყვარულში. იმიტომ რომ, ემოციური ტკივილის ატანა კუროებს ყველაზე მეტად უძნელდებათ.