უცნაური არსებები არიან. ყოველ შემთხვევაში ასე სჯერათ მამაკაცებს. ეს სტატიაც ამ მოსაზრების დადასტურებაა. ჩვენ დავაკვირდით რა უცნაურობები ახასიათებთ გოგონებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და თქვენც გიზიარებთ ჩვენი დაკვირვების შედეგებს.
ვერძი - არ შეუძლია დიდხანს გაჩერდეს დახურულ შენობაში, გიჟდება თმის სამაგრებზე, საჭესთან ხშირად აჭარბებს სიჩქარეს, ხმამაღლა საუბრობს და იცინის.
კურო - ჩვევა აქვს კარი სასწრაფოდ ჩაკეტოს ავტომობილში ჩაჯდომისას და სახლში მისული. ყოველთვის აქვს რამდენიმე ჩანთა და საფულე, სადაც შავი დღისთვის ფულს ინახავს. საათში ერთხელ ისხამს სუნამოს. გიჟდება ყვავილების მოვლა-გახარებაზე.
ტყუპი - ახასიათებს საუბრისას მკვეთრი ჟესტიკულაცია. ტელეფონი მისი განუყრელი ნივთია. შენობაში ყოფნისას ყოველთვის აღებენ ფანჯარას ან კარს. უყვართ ხეტიალი.
კირჩხიბი - ყველა თავისი ბავშვობის სათამაშო შენახული აქვს. ტუშის გარეშე არასოდეს გადიან სახლიდან. ყოველთვის ევაჭრებიან გამყიდველს პროდუქტების შეძენისას. არასოდეს ყრიან ძველ ნივთებს.
ლომი - საუბრისას თმას აწვალებენ. მხოლოდ ოქროს სამკაულის ტარება უყვართ. მუდმივად დააქვთ თან სარკე. მიჯაჭვულობა გააჩნიათ ბრენდების მიმართ.
ქალწული - ხშირად იბანს ხელებს. არ გამოდიან სახლიდან სუნამოს გარეშე. აქვთ ჩვევა იკვნიტონ ტუჩები. როცა მოწყენილი არიან თითებით "პიანინოს უკრავენ" მაგიდაზე.
სასწორი - გარეთ გასული ყოველთვის ყიდულობს რაიმეს, თუნდაც პატარა სუვენირს. მუდამ თან დააქვს კოსმეტიკა. პრეტენზიულად არჩევს სუნამოს. ჯდომისას აქვთ ფეხის ქანაობის ჩვევა.
მორიელი - ყველაზე უცნაური ჩვევები აქვთ სექსში. ბრენდომანები არიან. გიჟდებიან აბრეშუმის თეთრეულზე. მოსწონთ მკვეთრი ფერის პომადა.
მშვილდოსანი - ვერ იტანენ საქმიან სტილს. არ მოსწონთ დახურული სივრცე და შენობები ფანჯრის გარეშე. აზარტულები არიან და თამაშობენ ხოლმე ლატარეას. მოსწონთ სპორტის ექსტრემალური სახეობა.
თხის რქა - ყოველთვის ატარებენ მაჯის საათს. რთულად იცვლიან სუნამოს. იციან სამოსის აჩემება. მუდამ თან დააქვთ ბლოკნოტი და პასტა.
მერწყული - ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად უყვართ ბრილიანტები. ყოველთვის ატარებენ ბრენდულ სათვალეს. ვერ იტანენ სიბნელეს. გიჟდებიან კომპიუტერულ თამაშებსა და გეჯეტებზე.
თევზები - მანიაკალური სიამოვნებით და სიხშირით ყიდულობენ ფეხსაცმელს. ყოველთვის ზიან ფეხი-ფეხზე გადადებულები. არ გამოდიან სახლიდან უმანიკიუროდ. ჩაი/ყავა მათთვის ცხოვრებისეული აუცილებლობაა.