მშვილდოსანი
ამ ნიშნით დაბადებულს სიკვდილის ეშინია, რადგან დარწმუნებული არ არის, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი არსებობს. მეორე მხრივ, თუ დაიჯერებს, რომ ღმერთი კარგ ადამიანებს სასუფევლისკენ სავალ გზას უნათებს, ეჭვი ეპარება, რომ თავად სწორად ცხოვრობს და რელიგიური პარამეტრებით, ღირსეულ ადამიანად ითვლება. მშვილდოსნებს ხომ ასეოდენ უყვართ თავისუფალი კავშირები, არ ერიდებიან ტყუილს, ამპარტავნებისკენაც არიან მიდრეკილები, რადგან თავს ყველაზე ჭკვიანებად მიიჩნევენ. მოკლედ, ამ ნიშნით დაბადებულისთვის, ჯოჯოხეთის არსებობას, ისევ სულის არარსებობა სჯობს. სწორედ ასეთი იდეები მოსდის თავში კუბოს ან გარდაცვლილის დანახვისას. ქვეცნობიერის დონეზე საკუთარ თავს დასცინის...
მერწყული
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ვერ იღებს სიკვდილს. მას არ სჯერა, რომ შესაძლოა ადამიანი ერთ დღეს უბრალოდ აღარ იყოს, სხვებმა კი ჩვეულ რიტმში გააგრძელონ ცხოვრება. როდესაც მეწრყული სიკვდილის ფიზიკურ გამოვლინებას პირისპირ ეჩეხება, ემოციურად გაუწონასწორებელი ხდება და, რადგან ტირილს ვერ ახერხებს, სიცილი უტყდება.
თევზები
ამ ნიშნით დაბადებულებს ძალიან მყიფე ფსიქიკა აქვთ. გვამის დანახვისას ქვეცნობიერი განგაშის ზარს სცემს! თევზს ოთახიდან გაქცევა და ნანახის დავიწყება უნდება, მაგრამ იცის რომ არ შეიძლება, ჯერ რიტუალი აქვს შესასრულებელი. ბოლოს და ბოლოს მიცვალებულისთვის პატივის მისაგებად, ჭირისუფლისთვის მისასამძიმრებლად და წუხილის გამოსახატადაა მოსული პანაშვიდზე. კუთხეში მიმწვდეულმა განცდებმა თევზს ფსიქიკა რომ არ დაუზიანოს, შესაძლოა ქვეცნობიერმა - სიცილად გარდაქმნას, ეს ერთგვარი გაუცნობიერებელი თავდაცვაა.