ფილა შოკოლადისა და საყვარელი ფილმის ყურებით არ ებრძვის. როგორ გგონიათ, რატომ ვაიგივებთ ხანდახან საკუთარ თავს ჩვენს ფავორიტ კინოგმირებთან? ალბათ იმიტომ, რომ ნებისმიერი პერსონაჟის უკან, ყოველთვის დგას მისი რეალური პროტოტიპი, რომელსაც თავის მხრივ რომელიმე ზოდიაქოს ნიშანი შეესაბამება. აქედან გამომდინარე, ასტროლოგების აზრით, ხასიათის უმთავრესი შტრიხების მიხედვით, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს კონკრეტული კინოგმირი ჰყავს. ხოლო ის, თუ რამდენად იპოვით მსგავსებას თავად ამა თუ იმ პერსონაჟთან, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილთა შორის თქვენი "თანამეზოდიაქოვეა" უკვე მხოლოდ თქვენი პრეროგატივაა.
ვერძი - სკარლეტ ო’ჰარა ფილმიდან "ქარწაღებულნი"
ისევე, როგორც ლეგენდარული სკარლეტი ვერძი ქალიც არაერთგზის ახერხებს ცხოვრებისეული სირთულეების შემდეგ, ფეხზე წამოდგომას და გზის ჯიუტად გაგრძელებას. იგი ყოველთვის ოცნებობს ისეთ მამაკაცზე, რომელიც მისთვის რაღაც მიზეზით, აბსოლუტურად მიუწვდომელია, ამ დროს კი თაყვანისმცემლების არმია უკან გუნდად დასდევს. თუმცა, თავად მიაჩნია, რომ სიყვარულში ბედი არ სწყალობს.
კურო -ბრიჯიტ ჯონსი ფილმიდან "ბრიჯიტ ჯონსის დღიურები"
ყოველ მორიგ ორშაბათს, იგი საკუთარ თავს მკაცრ პირობას აძლევს, რომ აუცილებლად დაიწყებს დიეტას, დაალაგებს სახლს, პირად ცხოვრებასა და ნერვებს. ზოგადად იცხოვრებს ისე, როგორც ნორმალური ქალი. თუმცა, ადრე თუ გვიან კუროს მოთმინების ფიალაც ივსება და ბრიჯიტ ჯონსიც იკრებს ძალას და ნებისყოფას საიმისოდ, რომ საყვარელი მამაკაცის გული მოიგოს და შეინარჩუნოს.
ტყუპი - ლორენ სკოტი ფილმიდან "ეს ნიშნავს ომს"
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ორ მამაკაცთან ერთდროულად რომანის გაბმა ამორალურად მიაჩნია, გაორებული ბუნების გამო, მაინც ვერ ახერხებს მათგან საუკეთესოსა და მხოლოდ ერთის არჩევას. ორივე უყვარს, თუმცა თავისებურად და ოცნებობს იმაზე, რომ მათი ერთობლივი თვისებების სინთეზის მქონე მამაკაცს შეახვედროს ღმერთმა ან უარეს შემთხვევაში, რომელიმემ მაინც მისცეს დაშორების საბაბი.
კირჩხიბი - ვიენი როშე ფილმიდან "შოკოლადი"
სამზარეულოს, ტკბილეულისა და ზოგადად სიმყუდროვის დედოფალი. თავდადებული დედა და მოსიყვარულე დიასახლისი, რომლის გამოჩენის შემდეგაც ირგვლივ, სიმშვიდე და სიტკბოება ისადგურებს. იგი მზადაა თავისი თბილი სამზარეულოს და გულის კარი მაწანწალა, მოხეტიალე რუსაც გაუღოს, რომელიც მას თავის მხრივ მტრებთან ბრძოლაში დაეხმარება.
ლომი - სამანტა ჯონსი სერიალიდან "სექსი დიდ ქალაქში"
მისთვის ასაკი არ არსებობს. იგი მუდმივი ბავშვია, რომელსაც გარშემო მყოფებისგან აღტაცება და თაყვანისცემა სჭირდება. აქედან გამომდინარე, საიმისოდ, რომ მორიგი სასიყვარულო თავგადასავალი მთელი სიმძაფრით განიცადოს, იგი მუსულმანური სამყაროს მკაცრ კანონებსაც არ ეპუება. მისთვის ხომ მთავარია, - უყვარდეს და უყვარდეთ.
ქალწული
- მანუელა ფილმიდან "ყველაფერი დედაჩემის შესახებ"მისი მოწოდება ამ ცხოვრებაში სხვებზე ზრუნვაში გამოიხატება. ამიტომ იგი გულმოდგინედ ზრუნავს, არამხოლოდ მისი გარდერობის მიმთვისებელ ექსმეუღლე ტრანსვესტიტზე, არამედ მის ყოფილ გელფრენდსა და ჯერ არდაბადებულ შვილზეც, რომლის სახითაც მას კიდევ ერთი ზრუნვის ობიექტი გაუჩნდება.
სასწორი - ჯულიან პოტერი ფილმიდან "ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი"
გაუთავებელ ყოყმანსა და გადაწყვეტილების მიღების შიშში წლები ისე გარბის, რომ ამდენი ხნის მანძილზე, "მეგობრად" მონათლული საყვარელი ადამიანი, საბოლოოდ სხვაზე გადაწყვეტს დაქორწინებას. ის კი სწორედ მაშინ აღმოაჩენს, რომ თურმე ეს უკანასნკელი უყვარს ამ ქვეყნად ყველაზე მეტად.
მორიელი - მირანდა პრისლი ფილმიდან "ეშმაკი ატარებს პრადას"
გარეგნულად მონსტრი, შინაგანად ემოციური და პირად ცხოვრებაში პრობლემებით სავსე ქალია. თუმცა, მისი "თოვლის დედოფლის" იმიჯის მიღმა, ამას ძნელად თუ შეამჩნევს ვინმე და თუ შეამჩნევს კიდეც, იგი ყველაფერს გააკეთებს სამისოდ, რათა ამ უკანასკნელს დააჯეროს, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ მოეჩვენა.
მშვილდოსანი - სარა დივერი ფილმიდან "ტკბილი ნოემბერი"
მას იმდენად უყვარს სიცოცხლე, რომ გადაწყვიტა სიკვდილთან სამუდამო დუელი გამოაცხადოს. ამიტომ, მონდომებით აიგნორებს ამ უკანასკნელის მოახლოვების ფაქტს, სიცოცხლის ბოლო დღემდე. მაგრამ ძალიან ამაყია და როცა ყველაზე მეტს ხუმრობს ან იცინის, სწორედ მაშინ ეტირება გულში. თუმცა, ამას სხვები ვერასოდეს დაინახავენ.
თხის რქა - ბრი ვან დე კამპი სერიალიდან "სასოწარკვეთილი დიასახლისები"
მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ამქვეყნად იდეალურ წესრიგსა და საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს ექვემდებარებოდეს. იგი ყოველთვის ითვალისწინებას იმას, თუ რას იტყვის ხალხი და არასოდეს აძლევს მეზობლებს მის ოჯახზე ჭორაობის საშუალებას.
მერწყული - ლარა კროფტი ფილმიდან "ლარა კროფტი სამარხების მძარცველი"
საქმე იმაშია, რომ ფილმის გმირის პროტოტიპი-რეალური ლარა კროფტიც, მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას. მომხიბვლელი, ფათერაკების მოყვარული ქალი არქეოლოგი, რომელიც გამუდმებით ეძებს ექსტრემალურ თავგადასვლებს, ყოველთვის ახერხებს ყველაზე ამოუცნობი მოვლენების ეპიცენტრში მოხვდეს.
თევზები
- ელისონ დიუბუა სერიალიდან "მედიუმი"მას ხშირად თავადაც ვერ გაურკვევია ზღვარი, გამოგონილ და რეალურ სამყაროში მცხოვრებ ადამიანებს შორის. იგი ფაქტობრივად, ორი სამყაროს - ირეალურისა და რეალურის ზღვარზე ცხოვრობს და, როგორც წესი, ყოველთვის დიდი თავის ტკივილის მიზეზია ნებისმიერი მეუღლისთვის.