ადამიანი, ვისაც არ გააჩნია თუნდაც სულ მცირე, მაგრამ რაღაცის შიში მაინც. ამიტომ ასტროლოგიურადაც არსებობს გარკვეული ფობიები, რომლითაც ყველა ზოდიაქოს ნიშანი მეტ-ნაკლებად იტანჯება. თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა სამი ზოდიაქოს ნიშანი.
კირჩხიბი - მთვარის მმართველობის გამო, კირჩხიბები უზომოდ ემოციური და ინტუიციური ადამიანები არიან. თუმცა, იგივე მთვარე განაპირობებს იმას, რომ კირჩხიბის ხასიათი საშინლად ცვალებადია. ამიტომ ბევრ კირჩხიბს ტანჯავს უაზრო ფობიები, რომელიც ძირითადად ვლინდება შიშის სახით ოჯახის წევრების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გამო. ზოგ კირჩხიბს ფინანსური კრიზისის ან შიმშილისაც ეშინია ხოლმე.
ლომი - ერთი შეხედვით იქნებ არ ჩანს და ლომის ნიშნით დაბადებულებს თავი ძალიანაც თავდაჯერებულად უჭირავთ, მაგრამ სინამდვილეში ლომები სავსე არიან ფობიებით. უბრალოდ ამ ყველაფერს გულის სიღრმეში მალავენ და ქვეყნად არავის ანახებენ საკუთარ სისუსტეს. ყველაზე მეტად კი ლომებს წარუმატებლობისა და საზოგადოებაში შერცხვენის ეშინიათ. ისინი დაუღალავად იქმნიან ღირსეულ იმიჯს და იმის წარმოდგენაც კი ზარავთ, რომ ერთ დღესაც შესაძლოა მათი ეს იმიჯი ვინმემ შელახოს.
თევზები - ნეპტუნი, რომელიც თევზების ზოდიაქოს ნიშანს მართავს ასტროლოგიაში ყოველგვარი სახის შიშებსა და ფობიებზეა პასუხისმგებელი. ამიტომ თევზების ნიშნით დაბადებულებს ამქვეყნად ყველაზე მეტი ფობიები გააჩნიათ სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით. თევზების შიშები კი ხშირად აბსოლუტურად უსაფუძვლო და ეფემერულია. ამ ადამიანებს ხშირად სიზმრებისაც კი ეშინიათ ხოლმე. ასევე ეშინიათ გათვალვის და ჯადოების.