წელია, რომელიც თავის მხრივ ოჯახის კულტს მფარველობს ჩინური ტრადიციების მიხედვით. მიჩნეულია, რომ წითელი მამალი ადამიანებს მეორე ნახევრის პოვნაში ეხმარება. ამიტომ დამდეგი წელი აქტუალური იქნება სასიყვარულო-რომანტიკული კუთხით ბევრი ჩვენგანისთვის. თუმცა ასტროლოგები თვლიან, რომ ამ მხრივ განსაკუთრებულად სულ რამდენიმე ნიშანს გაუმართლებს...
ვერძი
ცეცხლოვანი მამალი, თავადაც ცეცხლოვან და ტემპერამენტიან ვერძს საოცრად პოზიტიურ წელს ჰპირდება. ეს წელი ბევრი ვერძის ცხოვრებაში იქნება დასამახსოვრებლი. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, რეალური შანსი მიეცემათ პირად ცხოვრებაში ჩადენილი შეცდომები გამოასწორონ და დაარეგულირონ ურთიერთობები არსებულ პარტნიორებთან.
მარტოხელა ვერძებს მამალი ახალ გატაცებას, მოულოდნელ სიყვარულსა და დაოჯახების რეალურ პერსპექტივებს მისცემს. ძალიან ბევრი ვერძი გასაოცარი, ძლიერი ემოციების ტყვეობაში აღმოჩნდება ზუსტად 2017 წელს. თუმცა აუცილებელია, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები მაქსიმალურად ერიდონ ორმაგ რომანებს და დაფარულ სასიყვარულო ინტრიგებს, იმიტომ რომ, მამალი თავისი ბუნებით კონსერვატორია და არ პატიობს მანიპულაციებს.
სასწორი
მამლის წელი სასწორის ნიშნით დაბადებულებს თაყვანისმცემლების ზღვას და განუმეორებელ სასიყვარულო თავგადასავლებს ჰპირდება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები პირადი წარმატებით, ქარიზმითა და მომხიბვლელობით ამ წელს განსაკუთრებულად გამოირჩევიან. მათი პერსონა ყველგან მოთხოვნადი და სასურველი ხდება. რაც თავისთავად და ბუნებრივად იზიდავს სასწორისკენ თაყვანისმცემლებს. ბევრი სასწორი არჩევანის წინაშეც შეიძლება დადგეს, იმიტომ რომ, ვერ გადაწყვეტენ რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის კარიერა თუ სიყვარული. თუმცა ასტროლოგები მათ ერთმნიშვნელოვნად ურჩევენ - გულის კარნახს მიენდომ. პროფესიული წინსვლისთვის კი შანსები კიდევ მოგეცემათ.
მორიელი
მამლის წელი, მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის ორსახოვანი იქნება. ერთი მხრივ ეს იქნება პერიოდი რომელიც დიდ სირთულეებს მოიტანს, მეორე მხრივ კი ზუსტად მამალი მისცემს შანსს ბევრ მორიელს რეალური და მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთოს პირადი ცხოვრების კუთხით. ეს ის წელია, როცა მორიელებს მოეთხოვებათ მოკლევადიანი და მსუბუქი რომანები გაარჩიონ პერსპექტიული ურთიერთობებისგან. უნდა გახსოვდეთ, რომ "ერთი ღამის" თავგადასავალი სამომავლოდ ოჯახური მყუდროებისა და მარადიული გრძნობების გარანტი ვერ იქნება. ამიტომ მოკლევადიან გართობას, ნამდვილი ურთიერთობა ამჯობინეთ, რომელზეც მუშაობაც აუცილებლად იქნება საჭირო. და ამგვარ ურთიერთობებში წლის მეორე ნახევარში უფრო გაგიმართლებთ.