კონკრეტული, ინდივიდუალური სცენარით ვითარდება. თუმცა, ასტროლოგიურად არსებობს ურთიერთობის რამდენიმე ტიპი, რომელიც თავის თავში პარტნიორებს შორის სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას და ემოციურ-მენტალური კომუნიკაციის ფორმას მოიაზრებს. არსებობს ურთიერთობის კონკრეტული ტიპი, რომლის ხარჯზეც პარტნიორი ჩვენს ინტელექტუალურ-შემეცნებით პოტენციალზე ახდენს გავლენას. ჩვენი მეორე ნახევრის მეშვეობით შესაძლებელია ვეზიაროთ ახალ ფასეულობებს, რწმენისა და მორალის პრინციპებს, ზოგადად ცხოვრებაზე შეგვეცვალოს წარმოდგენა. როგორც ასტროლოგები თვლიან, ამგავრი კავშირი ჩვენ ყოველთვის გვაქვს ჩვენგან მეცხრე ნიშანთან...
ვერძი - მშვილდოსანი
კურო - თხის რქა
ტყუპი - მერწყული
კირჩხიბი - თევზები
ლომი - ვერძი
ქალწული - კურო
სასწორი - ტყუპი
მორიელი - კირჩხიბი
მშვილდოსანი - ლომი
თხის რქა - ქალწული
მერწყული - სასწორი
თევზები - მორიელი
ურთიერთობა ჩვენგან რიგით მეცხრე ნიშანთან, როგორც წესი "მასწავლებელი-მოსწავლის" სცენარს ემყარება. გვინდა ეს ჩვენ თუ არა, ჩვენი მეცხრე ნიშანი არის ის ადამიანი, ვისაც აქვს გაცილებით უფრო მეტი ინტელექტუალური რესურსი და მენტალური გამოცდილება, საიმისოდ, რომ ჩვენ "გვასწავლოს", გაგვათვითცნობიეროს ამა თუ იმ ცხოვრებისეულ საკითხში, მოგვცეს რჩევები და გვიხელმძღვანელოს. შესაძლოა, ჩვენმა მეცხრე ნიშანმა აბსოლუტურად გაუცნობიერებლად გვიბიძგოს იმისკენ, რომ საკუთარ თავში ახალი, აქამდე გაუაზრებელ-დაუფასებელი შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ. ძალიან ხშირად, მეცხრე ნიშანთან ურთიერთობა ააქტიურებს ჩვენს ცხოვრებაში მოგზაურობის, ძირითადი საცხოვრებლის ცვლის თემას. ამგვარ პარტნიორს შეუძლია ჩვენი საუკეთესო დამხმარე და თანამოაზრე იყოს პროფესიული საქმიანობის კუთხით. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს ჩვენში სულიერებისა და ფილოსოფიური აზროვნების ზრდას, ზოგჯერ, თუნდაც ნეგატიური მოვლენების ხარჯზე (დაშორება, კონფლიქტი). თუმცა, ძირითად შემთხვევაში, ამგვარი კავშირი, როგორც პარტნიორული, ისე საქმიანი ურთიერთობის კუთხით, ერთ-ერთი საუკეთესო და ნაყოფიერია.