ზოდიაქოს რომელი ნიშანი შემოგთავაზებთ „მეგობრებად დარჩენას“ რომანის შემდეგ?

ზოდიაქოს რომელი ნიშანი შემოგთავაზებთ „მეგობრებად დარჩენას“ რომანის შემდეგ?

ფაქტობრივად შეუძლებელია. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელთანაც სავსებით შესაძლებელია თავბრუდამხვევი რომანის შემდეგ მეგობრებად დარჩეთ.

ტყუპი - ზოდიაქოს ყველაზე ამოუცნობი, გაორებული ნიშანია. მამაკაცი ტყუპი კომუნიკაბელური და ცვალებადია. მას აქვს უამრავი ინტერესი და ჰობი, ყოველთვის დაკავებულია რაღაც ახალი საქმიანობით. ამიტომ სასიყვარულო გრძნობებს არ შეუძლია მოიცვას მისი გონება მთლიანად. ტყუპებს ადვილად უყვარდებათ ვინმე, თუმცა ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე შორდებიან მომავალში სიყვარულის ობიექტს და უბოროტო ბუნების გამო, "ყოფილთან" მეგობრობაც არ ეთაკილებათ.

Astrologia
მშვილდოსანი - იდეალისტი, გულღია, ოპტიმისტი და აქტიური ადამიანია. როგორც წესი მისი სიყვარული ცეცხლივით ინტენსიურია, სწრაფი და ამაღელვებელი რომანები აქვს. თუმცა მრავალჯერადი და ქორწინებაც ძალზე ხშირად ერთზე მეტი გამოსდის ასეთ ხალხს. მშვილდოსანს მტკიცედ სჯერა, რომ ყოველი ახალი პარტნიორი უკანასკნელი სიყვარულია მისთვის. თუმცა გული არ სწყდება თუკი საბოლოოდ ეს ასე არ აღმოჩნდება. იგი ადამიანების მიმართ უდიდესი სიმპათიითა და ჰუმანიზმითაა განწყობილი. შესაბამისად „ყოფილთან“ მეგობრობა მისთვის არათუ იოლი, ხშირად სასურველიც კია.

Astrologia
მერწყული -

მერწყული ზოდიაქოს მეთერთმეტე სახლს მართავს. რომელიც თავის მხრივ მეგობრებს შეესაბამება. ამიტომ ამ ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის, სიყვარულშიც კი მთავარი პრიორიტეტია პარტნიორთან მეგობრული დამოკიდებულება. მით უმეტეს განშორების შემდეგ, იგი აუცილებლად ინარჩუნებს "ყოფილის" მიმართ ჰუმანურ და კარგ ურთიერთობას. მერწყულები ნაკლებად დრამატულად აღიქვამენ ზოგადად პირად ცხოვრებაში წარუმატებლობას, რადგან მიაჩნიათ რომ არავინ, არავის ეკუთვნის. შესაბამისად განქორწინების ან დაშორების მერეც თავისუფლად შეგიძლიათ იქონიოთ მისი, როგორც კარგი მეგობრის იმედი.

Astrologia

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?