ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს აინტერესებთ სამზარეულო და კულინარია

 ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს აინტერესებთ სამზარეულო და კულინარია

მახასიათებელი და ნიშან-თვისებაა. თუმცა, თავად ამ ნიშან-თვისებებს ხშირად ზოდიაქოს ნიშანი, მისი მმართველი პლანეტა და ამ პლანეტის ხასიათი განაპირობებს. მამაკაცი სამზარეულოში – ალბათ ქართულ რეალობაში უკვე აღარ არის ტაბუდადებული თემა და მოსაზრებას "ქალი ვიცი მე ქუხნაში" საზოგადოების შეგნებული და ინტელიგენტი მამრობითი ნაწილი, ნაკლებად უჭერს მხარს... მოდი, სათითაოდ განვიხილოთ ის ფაქტი, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრებს გააჩნიათ გურმანული თვისებები ყველაზე მეტად და რა სახის კერძის მომზადება შეგვიძლია ვანდოთ მათ...

ვერძი

მამაკაცი ვერძი იშვიათად მეგობრობს სამზარეულოსთან. ამიტომ მისგან მაქსიმუმი, რასაც უნდა ელოდეთ, სახელდახელო ბუტერბროდი და ტოსტერში გაფიცხებული ხაჭაპური იქნება.

კურო

კურო მამაკაცების თითქის 99% თამამად შეგიძლიათ მიანდოთ თქვენი კვების რეჟიმი და სამზარეულო. ასეთი კაცი ყოველთვის ზედმიწევნით ერკვევა კერძის მომზადების ტექნოლოგიაში და ხშირად საოცარ შედევრებსაც ქმნის.

Astrologia
ტყუპი

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებში, როგორც წესი, კარგი კულინარები გვხვდებიან. ტყუპის ზოდიაქო კიდურებით იმართება, ამიტომ გასაკვირი არ არის, როგორ ახერხებს თქვენი საყვარელი ტყუპი საუზმისას ერთდროულად რამდენიმე კერძის მომზადებას სულ რაღაც 20 წუთში. მთავარია, მას საამისო მოტივაცია და სურვილი გააჩნდეს.

კირჩხიბი

იგი არამარტო ამზადებს გემრიელ და მადისაღმძვრელ კერძებს, ზედმიწევნით შეუძლია შეგიდგინოთ კვების განრიგი და შემდგომ ამისა, მთელი სიმკაცრით გაგიკონტროლოთ მისი დაცვა და სადილ-ვახშმის დროულად მიღება.

Astrologia
ლომი

მე თქვენ გეკითხებით, რა ესაქმება მეფეს სამზარეულოში?! დიდი-დიდი მან იქ რამდენიმე წუთით, ისიც ხუმრობით შეიხედოს და თქვენ მიერ დაწყებული ვახშმის სამზადისი გადაამოწმოს. ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ მოწვეული სტუმრები მოსვლას აგვიანებენ და მას თავისუფალი დროის გაყვანა ეჩქარება.

ქალწული

თამამად შეგიძლიათ ამ კაცს არამარტო სამზარეულო, მტვერსასრუტი და სარეცხი მანქანაც დიდსულოვნად გადაულოცოთ. მით უმეტეს, თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი საქმეები გულზე დიდად არ გეხატებათ და იძულების რეჟიმში, უხარისხოდ აკეთებთ მას. იგი აუცილებლად ითავებს თქვენი "ქალური მოვალეობების" გაუმჯობესებაზე ზრუნვას. მაგრამ ფონად კრიტიკის ქარცეცხლს მოაყოლებს. ვეჭვობ, მშვიდად გაუძლოთ ამას.

Astrologia
სასწორი

მისი საყვარელი საქმიანობა ტორტის დაჭრა ან ყავის მოდუღებაა. უკეთეს ვარიანტში უკვე მოდუღებული ყავის დასხმა და სუფრაზე ლამაზად მიტანა შეგიძლიათ ანდოთ. იგი ამ დავალებას ღირსეულად გაართმევს თავს და ბონუსად მოწვეულ სტუმრებსაც შესანიშნავად გაგიმხიარულებთ. სამაგიეროდ, სამზარეულოს დალაგებაში მისი დახმარების იმედს ამაოდ ნუ იქონიებთ.

მორიელი

მას შეუძლია იყოს უმაღლესი კლასის კულინარი და ასეთივე უმაღლესი კლასის ექსპლუატატორი ქალის სამზარეულოში გამომწყვდევის კუთხით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძლიერად უყვარხართ. ამიტომ თუკი აღმოაჩინეთ, რომ თქვენი საყვარელი მორიელი სამზარეულოში გემრიელ ვახშამს გიმზადებთ, ჩათვალეთ თავი ქუდში გქონიათ, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.

Astrologia

მშვილდოსანი

როგორც ამბობენ – "ჭამაც უყვარს და კეთებაც". ამასთანავე, ერთიც და მეორეც შესანიშნავად ეხერხება. მშვილდოსანი სიამოვნების მოყვარული ინდივიდია, ჭამა კი მოგეხსენებათ ამქვეყნად უდიდესი სიამოვნებაა. აქედან გამომდინარე, იგი სიამოვნებით მოგიმზადებთ პიკანტური სანელებლებით შეკმაზულ ვახშამს, ან დილის საუზმეს.

თხის რქა

იშვიათად მიაჩნია საჭიროდ, რომ სამზარეულოში ქალის ადგილი დაიკავოს. თუმცა, თუკი გარემოება ამას ითხოვს, ან მეუღლეს დახმარება სჭირდება, იგი უპრობლემოდ დათანხმდება ამ უკანასკნელს. ოღონდ იმ პირობით, რომ სადილად ტრადიციულ კერძებს მოამზადებს და არა ექსტრავაგანტურ ბაყაყის ფეხების ჩაშუშულს პიტნის სოუსში.

Astrologia

მერწყული

სამზარეულო შესაძლოა მისთვის ერთგვარ გასართობადაც კი იქცეს, იმ პირობით, თუ თქვენ სხვადასხვა სახის პიკანტური კერძების დაგემოვნებაზე არ იქნებით უარს. მერწყულს ექსპერიმენტები უყვარს. შესაბამისად, მზად იყავით იმისთვისაც, რომ ერთ დღეს შესაძლოა ტოსტერში მჭადის გამოცხობა სცადოს ან წვენსაწურში ნიგვზის გატარება.

თევზები

კერძების მომზადებას მარტოოდენ იმ მიზეზით შეიძლება დათანხმდეს, თუ ხათრს ვერ გიტეხავთ, ან სამზარეულოში ბლომად ეგულება ალკოჰოლური სასმელი. თუმცა, უმჯობესია, მისი დახმარებით მხოლოდ ყავის ან ჩაის მოდუღების საკითხში ისარგებლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაზქურასთან ჩაძინებულს გადააწყდეთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?