ნიშანი, ძალზე ხშირად განაპირობებს არამარტო ადამიანის სახასიათო შტრიხებს, არამედ მის უნარს მოხიბლოს საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. მამაკაცები იმის მიხედვით თუ რომელი პლანეტაა მათი ზოდიაქოს ნიშნის მმართველი, ფლობენ უნარს მარტივად ან რთულად გააბან ფლირტი ქალებთან. ამ მხრივ განსაკუთრებული ქარიზმითა და ნიჭიერებით კი, სულ რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანი გამოირჩევა.
ლომი - პლანეტა, რომელიც ლომის ზოდიაქოს მართავს - მზეა. მზის გარეშე კი ვერც ერთი სულდგმული ვერ იარსებებს. ამიტომ ლომი მამაკაციც მზის მსგავსად აბსოლუტურად დარწმუნებულია საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში, ქალბატონებს კი მოგეხსენებათ, თავდაჯერებული მამაკაცები ხიბლავთ. ლომები მედიდური იმიჯით გამოირჩევიან, ყოველთვის ზედმიწევნით კარგად იციან საკუთარი თავის ფასი და მეთოდები საიმისოდ, თუ როგორ მოხიბლონ ინტერესის ობიექტი.
სასწორი - პლანეტა ვენერა, რომელიც სასწორის ზოდიაქოს ნიშანს მართავს, განაპირობებს იმას, რომ ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები განსაკუთრებული ვიზუალური იმიჯით, გემოვნებით, ელეგანტურობით, ჯენტლმენური მანერებითა და დიპლომატიურობით გამოირჩევიან. სასწორის მომაჯადოებელი ღიმილის მიმართ ძალიან ცოტა ქალბატონი თუ დარჩება გულგრილი. ამ მამაკაცმა იცის როგორ გადმოსცეს სიტყვებით საკუთარი გრძნობები, ქალების უმეტესობას კი ცნობილი ფაქტია, რომ "ყურებით უყვარს".
მშვილდოსანი - იუპიტერი მშვილდოსნის მმართველი პლანეტა, თავის მხრივ წარმატებასა და ქუდბედიანობაზეა პასუხისმგებელი, ამიტომ მამრი მშვილდოსნები გასაოცარი გულუხვობით, იუმორის დიდი გრძნობით, მეგობრულობით, დიდსულოვნებით, ქარიზმატულობითა და ოპტიმიზმით გამოირჩევიან. მამაკაც მშვილდოსანს უნარი აქვს ნებისმიერ ქალს აგრძნობინოს თავი ერთადერთად და განუმეორებლად. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საპატიო სამეულში ქრონიკული დონ-ჟუანების ადგილს, სამართლიანად იკავებენ ისინი.