რომელი ნიშნით დაბადებულ ქალებს გაურბიან ხოლმე ყველაზე ხშირად მამაკაცები?

 რომელი ნიშნით დაბადებულ ქალებს გაურბიან ხოლმე ყველაზე ხშირად მამაკაცები?

კირჩხიბი

დიახ, მხოლოდ კირჩხიბს და სხვას არავის ძალუძს სასურველ მამაკაცს საცეცები ისე ჩაავლოს, რომ ამ უკანასკნელმა არათუ თავისუფლად მოქმედება, სუნთქვაც კი ვერ შეძლოს მისი ნებართვის გარეშე. კირჩხიბი არაჩვეულებრივი მანიპულატორია, შეუძლია წარმატებით დადგას სცენები - იტიროს, თავი მსხვერპლად მოაჩვენოს საზოგადოებას ან სულაც მძიმე ავადმყოფის როლი მოირგოს, რომელსაც "სასტიკი და უგულო ქმარი" საშინელ დღეში აგდებს. თანაც არ დაგავიწყდეთ, იგი ხან ისე იჭრება როლში, რომ სავსებით შესაძლებელიაა მართლაც დაემართოს რაიმე ტიპის ავადმყოფობა. ამასთან ერთად, არ გეგონოთ ოდესმე, რაიმეში გამოტეხოთ ან აღიაროს რამე. კიბო უზომოდ ძლიერი თავდაცვის ინსტინქტით გამოირჩევა, შესაბამისად, მამაკაცს ისღა დარჩენია, ურთიერთობის საწყის ეტაპზევე გონივრული დისტანციის დაკავებით დაიცვას თავი.

Astrologia

ლომი

თუკი იგი ბავშვობიდან ფუფუნებაში გაზარდეს ან მთლად უარესი, ოჯახში ერთადერთი ბავშვი იყო, მამაკაცებო, მაგრად დადექით - ქალი ლომი, აუცილებლად შეეცდება თქვენი სახით ახალი სათამაშოს პოვნას, რომელიც მის ნებისმიერ კაპრიზს უნდა ასრულებდეს უსიტყვოდ და მადლიერებით. ასეთი ქალები, შინაგანად თავს ყველაზე აღმატებულად და განსაკუთრებულად გრძნობენ. თვითშეფასების კოეფიციენტი იმდენად მაღალი აქვთ, რომ ნებისმიერს შეშურდება მისი. შესაბამისად, მამაკაცის მხრიდან ნათქვამი "არა" ქალ ლომს ისტერიკაში აგდებს. იგი საშინლად ეგოისტი, მომთხოვნი და პრეტენზიულია, ამასთან ერთად არ გეგონოთ, რომ რომელიმე მეტოქეს ჰორიზონტზე გააჭაჭანებს. ლომს ძალიან ძლიერად აქვს განვითარებული კონკურენციის მომენტი, შესაბამისად, საყვარელი მამაკაცის გზიდან სხვა ქალის ჩამოშორება მისთვის პრობლემას არასოდეს წარმოადგეს.

Astrologia

ქალწული

ნებისმიერი ქალი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნით ევლინება ქვეყანას, აუცილებლად გამოირჩევა ფხიზელი გონებით, გამჭრიახობითა და წინდახედულობით; განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფინანსებს შეეხება. ქალწული ქალის ცუდი ვარიანტი კი, შეიძლება აუტანლად ძუნწი, ეკონომიური და ხელმომჭირნეც იყოს. მას შეუძლოა პარტნიორის ყველა ნაბიჯი გააკონტროლოს და თითოეული "კაპიკის" სწორად გამოყენების ინსტრუქცია მისცეს დაუღალავად. ხშირად ასეთი ქალი, მეშჩანური მიზნით უკავშირებს ცხოვრებას მამაკაცებს. ამასთან ერთად, ქალწულების უმეტესობა ვიზუალური მომხიბვლელობით გამოირჩევა, რაც საკმაოდ კარგი მიზეზია მათთვის საკუთარი გარეგნობის "სარფიანად გასაყიდად".