ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალთან რომანი უჯდებათ მამაკაცებს ყველაზე ძვირი?

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალთან რომანი უჯდებათ მამაკაცებს ყველაზე ძვირი?

რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები ზოგადად გამოირჩევიან გარკვეული ჭირვეულობითა და პრეტენზიულობით. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობენ საოცრად დიპლომატიური, ბრძენი და გამგებიანი ქალებიც. ასევე გვხვდებიან ნამდვილი "მეგერები", ისინი, ვისთან რომანიც მამაკაცისთვის შესაძლოა ძალიან ძვირი ღირდეს - "ძვირი" ამ სიტყვის, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენ გეტყვით კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალთან უნდა მოამზადოთ საფულე გამოსაცარიელებლად...

კურო - ზოდიაქოს ამ ნიშანს ვენერა მართავს, მატერიალური დოვლათისა და კომფორტის პლანეტა. ამიტომ ნებისმიერი ქალი კურო, რომელიც რომანს იწყებს მამაკაცთან, აუცილებლად და პირველივე ჯერზე ინტერესდება ამ უკანასკნელის ფინანსური მდგომარეობით. კურო ის ქალი არ არის, რომელიც პაემანზე კაცს არაკომფორტულ გარემოში გაჰყვება, ამიტომ არ გაგიჟდეთ და არასოდეს დაუნიშნოთ მას შეხვედრა სკვერში ან პარკში. მისთვის მნიშვნელოვანია მამაკაცი კარგად გამოიმუშავებდეს და ამ მხრივ იყოს დასაყრდენი. აქედან გამომდინარე, იგი ხარბი არა, მაგრამ მკვეთრად მატერიალისტი ქალია და მარტოოდენ რომანტიკული სისულელეების ნამდვილად არ სჯერა. შესაბამისად, სანამ მასთან რომანს წამოიწყებთ დაფიქრდით - ხართ კი მზად ამისთვის?

ლომი - დედოფლური ხასიათი, კარგად ცხოვრების სიყვარული და არისტოკრატული მანერები ქალ ლომს მმართველი პლანეტა მზისგან ერგო. ეს ხალხი ამაყი, თავმოყვარე და გრაციოზულია. ქალი ლომი ყოველთვის იქცევს მამაკაცის ყურადღებას მაშინაც კი, თუ ძალიან ლამაზი არაა. მასში არის აუხსნელი შარმი და მომხიბვლელობა, რაც ძლიერი სქესის წარმომადგნელებს აიძულებს თაყვანი სცენ ამ ქალს. თუმცა, ლომი ქალის მოხიბვლა, პირდაპირ კავშირშია სოლიდურ თანხასთან. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მანდილოსანს გვერდით უბრალო კაცი არ სჭირდება. ამიტომ თქვენ მინიმუმ მეფე, მაქსიმუმ კი იმპერატორი თუ არ ხართ, შანსები ქალი ლომის გულის მოსაგებად მნიშვნელოვნად მცირე გაქვთ. ლომ ქალს უყვარს ფუფუნება, ძვირფასი საჩუქრები, ოქროს სამკაული, კარგი ღვინო და გართობა. იგი არასოდეს დაგთანხმდებათ მცირედზე, მით უმეტეს, ვერასოდეს გამოიჩენთ მასთან ეკონომიას ან პრაქტიკულობას. ფულთან თქვენი გონივრული დამოკიდებულება, მის თვალში სიძუნწეა. ამიტომ კარგად გაითვალისწინეთ ეს და მზად იყავით საიმისოდ, რომ თუკი ასეთი ქალი გიყვართ მასში სოლიდური ინვესტიციის ჩადებაც მოგიწევთ.

მორიელი

- ცნობილი ფაქტია, რომ მორიელებს ზოგადად ფული უყვართ, მაგრამ მორიელს გაცილებით უფრო მოსწონს სხვისი ფულის მართვა და განკარგვა ვიდრე შრომით გამომუშავება. ეს ფაქტი შესანიშნავად აისახება ქალ მორიელზე. როგორც წესი, მარსითა და პლუტონით მართული ეს ლამაზმანები, გასაოცარი სექსუალურობით გამოირჩევიან, ამიტომ ძალზე ხშირად მანიპულირებენ სექსის თემატიკით მამაკაცთან ურთიერთობაში და ხანგრძლივი ვადითაც ახერხებენ პარტნიორი მიიჯაჭვონ ხოლმე ფიზიკურად. ქალი მორიელი მისტიურად მომხიბვლელი, ზომიერაც ცბიერი, ჭკვიანი და შურისმაძიებელია. მას შეუძლია თბილიც იყოს, მოსიყვარულეც, ერთგულიც თუკი იმავეს იღებს მამაკაცისგან სანაცვლოდ. თუმცა, ამ ქალს ასეთივე წარმატებით შეუძლია იყოს აუტანლად სასტიკი, შურისმაძიებელი და ხარბი. იგი შესანიშნავად მანიპულირებს მამაკაცით და ძალზე ხშირად ახერხებს ძლიერი სქესის ნებისმიერ წარმომადგენელს აიძულოს ბოლომდე უზრუნველყოს ფინანსურად. უფრო მეტიც, ქალი მორიელები ხშირად მართავენ ხოლმე მეორე ნახევრის ან პარტნიორის ბიზნეს საქმიანობასა და ფინანსებს. ასე რომ, თუკი გულწრფელი ხართ ურთიერთობაში და ამ ქალის გრძნობებს ანალოგიურად უპასუხებთ, ნამდვილად არ ინანებთ მასზე დახარჯულ ფულს და მატერიალურ დოვლათს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?