ადამიანი, რომელიც სიყვარულს არ ეძებს და არ ოცნებობს ჰარმონიულ პარტნიორულ ურთიერთობაზე. თუმცა, ბევრ ჩვენგანს ავიწყდება, რომ ჭეშმარიტად ნამდვილი ურთიერთობების მთავარი საფუძველი გულწრფელობა და მაქსიმალური ნდობაა პარტნიორის მისამართით. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს იმას, რამდენად გულწრფელია ჩვენი გრძნობები ანგარებისა და სხვა ქვენა აზრებისგან, როცა გვიყვარს ვინმე.
კურო - ერთი შეხედვით პრაქტიკული და რეალისტური ხედვის მქონე ადამიანია, პრინციპში ასეც არის ნაწილობრივ. თუმცა, მიწაზე მყარად მდგომი კურო, სრულიად იცვლება, როცა ნამდვილად შეყვარებულია. მისთვის სიყვარულს გასაოცარი ტრანსფორმაციის ძალა აქვს და რამდენიც არ უნდა უკიჟინონ ახლობელ-მეგობრებმა რომ ეს ადამიანი მას საერთოდ არ შეეფერება, შეყვარებული კურო ინტერესის ობიექტზე აზრს არაფრის დიდებით არ შეიცვლის. მისი ერთგულება და სიყვარული პარტნიორის მიმართ უზომო და უვადოა.
მშვილდოსანი - ბუნებით იდეალისტია და თუკი მიაგნო ადამიანს, რომელიც მის იდეალს ასე თუ ისე შეესიტყვება, გასაოცარი ძალით იცის შეყვარება. თანაც სპონტანურად და რეკორდულ დროში ასწრებს ხოლმე არამხოლოდ შეყვარებას არამედ დაქორწინებას. როცა უყვარს მზად არის საყვარელი ადამიანის მისამართით მაქსიმუმი გასცეს. არ წვრილმანდება და არასოდეს ფიქსირდება დეტალებზე. მისთვის მთავარია, საყვარელი ადამიანის ბედნიერება.
თევზები - გასაოცარი თავგანწირვის უნასი მქონე, საოცრად სენსიტიური ნიშანია. თევზები რომანტიკულები არიან, ამიტომ ძალზე ხშირად აიდეალებენ ხოლმე სასიყვარულო ურთიერთობას და ინტერესის ობიექტსაც უნაკლოდ წარმოიდგენენ. სიყვარულში უჩვეულოდ დიდი მსხვერპლის გაღების ძალა შესწევთ ხოლმე. საყვარელი ადამიანის გამო, საკუთარ ინტერესებზეც მარტივად იტყვიან უარს.