დამეთანხმებით, რომ არავისთვისაა მავნებელი განტვირთვის სახით. თუმცა არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც სასმელი ერთმნიშვნელოვნად პრობლემების წყაროა ხშირად. ასტროლოგიურად რომ ვისმჯელოთ, არსებობს სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც აუცილებლად უნდა ერიდოს სასმელს...
კურო - ბუნებით მშვიდი და უბოროტო კურო, სიფხიზლეში ძალზე ბევრ რამეზე ხუჭავს თვალებს, სიმთვრალეში კი მან შესაძლოა საკუთარ აგრესიას ფართოდ მისცეს გასაქანი. ამასთან ერთად, კუროები აღნაგობის მიხედვით ფიზიკური ძალის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივიან. შესაბამისად, ნასვამ კუროს აუცილებლად უნდა მეორიდოს ყველა ვისაც მის ნერვებზე თამაში შეუძლია.
მორიელი - გარეგნულად თავშეკავებული, შინაგანად კი ძალზე ემოციური და წყენია ადამიანია. მორიელი არასოდეს ივიწყებს მისი მისამართით გამოთქმულ შენიშვნას და კრიტიკას. ამიტომ ნასვამი ხშირ შემთხვევაში უმართავი ხდება და ცდილობს პასუხი მოთხოვოს შეურაცხმყოფელს. მისთვის არ არსებობს აკრძალული თემა მორალური კუთხით, შესაბამისად, ძალა შესწევს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებიც კი ჩაიდინოს ბახუსის გავლენით.
თევზები - ფსიქოლოგიური შტრიხებიდან გამომდინარე, თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები დიდ სიმპათიას განიცდიან ალკოჰოლური და სხვადასხვა ტიპის აკრძალული პრეპარატების მიმართ. მათ შემთხვევაში სასმელის გავლენით აგრესია ნაკლებად ხდება პრობლემა, თუმცა თევზების დიდი ნაწილი ხშირად ვარდება სასმელისადმი დამოკიდებულებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ორიოდ ჭიქის დეგუსტაციიდან ქრონიკულ ალკოჰოლიზმამდე მათთვის ზღვარი მარტივად იშლება ხოლმე.