ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანი შეიძლება გახდეს თქვენთვის ავტორიტეტი

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანი შეიძლება გახდეს თქვენთვის ავტორიტეტი

მაინც, ვისი შესაძლებლობებითა და სახასიათო თვისებებითაც უპირობოდ ვიხიბლებით. ასტროლოგები თვლიან, რომ ამგვარ მოტივაციას ჩვენში ის ხალხი იწვევს, ვისაც კოსმოსმა ის თვისებები დაანათლა ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, რაც ჩვენ არ გვაქვს ან გვაკლია. მაშ ასე, ვისით იხიბლებით თქვენ ყველაზე მეტად ხშირ შემთხვევაში?

ვერძი ლომით იხიბლება - ლომისთვის დამახასიათებელი სიმამაცე და რაინდულობა ვერძში პატივისცემის უდიდეს გრძნობას ბადებს.

კურო თხის რქით იხიბლება - თხის რქამ უკეთ იცის ნებისმიერი რესურსის განკარგვა, იქნება ეს ფინანსები, დრო თუ ფიზიკური რესურსი. კუროსთვის კი ეს უმნიშვნელოვანესი თემებია ცხოვრებაში.

ტყუპი მერწყულით იხიბლება - როგორც იქნა შეხვდა ვიღაც მასზე ან მასავით არაადეკვატური. ამიერიდან ნამდვილად ეცოდინება, რომ სამყაროში მარტო არ არის თავის გენიალურ იდეებთან ერთად.

კირჩხიბი მორიელით იხიბლება - მორიელის უნარი დაიცვას საკუთარი ოჯახის წევრები და ახლობლები, მაქსიმალური სიმშვიდე და კომფორტი შეუქმნას მათ კირჩხიბში უზომოდ დიდ და ნაზ გრძნობებს აღვიძებს ხოლმე.

ლომი მშვილდოსნით იხიბლება ხოლმე - მშვილდოსნისთვის დამახასიათებელია გულწრფელობა და ადამიანურობა, რაც ლომის თვალში უდიდეს ადამიანურ ღირსებად ითვლება მუდამ.

ქალწული სასწორით იხიბლება - ემოციურად ცივი ქალწული, ზრუნვას ყოველთვის საქმით გამოხატავს ხოლმე. მაშინ როცა რბილი და დიპლომატიური სასწორი სითბოს და მეგობრულობის განსახიერებაა ყველგან.

სასწორი ვერძით იხიბლება - პრინციპულობა და საკუთარი იდეების დაცვის უნარი, რომელიც ვერძს განგებამ ბლომად უბოძა სასწორს არ გააჩნია. ამის გამო იგი ხშირად იტანჯება.

მორიელი ფარულად აღიარებს ლომს - ოღონდ ფარულად არ დაგავიწყდეთ! იმიტომ რომ, მორიელებს, როგორც წესი, არავის უპირატესობის აღიარება არ სურთ. თუმცა, ლომი ის ადამიანია, რომლის სიძლიერის წინაშე მორიელი გულის სიღრმეში მაინც იხრის ქედს.

მშვილდოსანი აღმერთებს მერწყულს - იმიტომ რომ მერწყული ზუსტად იცავს იმ პრინციპებს, რაც მშვილდოსნისთვის საკრალურად მნიშვნელოვანია - თავისუფლება, სამართლიანობა, მეგობრულობა.

თხის რქა პატივს სცემს ქალწულს - ქალწულის დისციპლინირებულობა, შრომის უნარი და გაწონასწორებული ხასიათი თხის რქაში აღფრთოვანებას იწვევს.

მერწყული გიჟდება სასწორზე - ზუსტად ამ ადამიანს შეუძლია ყველა მის იდეას კვერი დაუკრას და განხორციელებაშიც დაეხმაროს.

თევზები პატივს სცემს კირჩხიბს - ეს ზუსტად ის ადამიანია, ვისთანაც შეგიძლია გამოავლინო ჭეშმარიტი სახე - იყო ემოციურად დაუცველი, მოწუწუნე. კირჩხიბი ყოველთვის დედასავით იზრუნებს შენზე.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?