ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ბავშვის აღზრდისას გჭირდებათ ყველაზე დიდი ყურადღება

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ბავშვის აღზრდისას გჭირდებათ ყველაზე დიდი ყურადღება

ინდივიდები და სრულფასოვანი პიროვნებები არიან. ამიტომ ბავშვის ხასიათზე და მით უმეტეს იმაზე, როგორი ადამიანი დადგება მისგან სამომავლოდ ზოგადი ასტროლოგიური სტატისტიკით მსჯელობა უშედეგოა. თუმცა, არსებობს გარკვეული კატეგორია ისეთი ბავშვებისა, რომელთა მშობლებიც გადამეტებული ლოიალურობისა და სირბილის გამოჩენის შემთხვევაში აუცილებლად რისკავენ, რომ ოჯახში დედიკოს ბიჭი ან გოგო იყოლიონ, რომელიც დიდ ასაკში ინფანტილურ უსაქმურად გადაიქცევა და მოითხოვს, რომ მშობლებმა უზრუნველყონ მისი არსებობა ისევე როგორც ბავშვობაში.

კირჩხიბი - ასეთი ბავშვები პატარაობიდანვე განცდიანები, ემოციურები და ჭირვეულები არიან. კირჩხიბი დიდ ასაკშიც გამოირჩევა ყველაფრის დრამატიზებისკენ მიდრეკილებით. მას ურჩევნია დედის კალთას ამოეფაროს ყოველთვის და თუ ეს უკანასკნელი შვილს ამის უფლებას აძლევს, იცხოვროს კიდეც დედის ხარჯზე მოზრდილ ასაკში. ამიტომ თუ კირჩხიბის მშობელი ხართ, პატარა ასაკიდანვე მიაჩვიეთ დამოუკიდებლობას რაშიც მისი ერთი თვისება - ფულის სიყვარული დაგეხმარებათ. უყიდეთ პატარა კიბოს ყულაბა და ყოველ შესრულებულ საქმეზე, რომელსაც თქვენ მას ოჯახის და და-ძმების სასარგებლოდ დაავალებთ, თითო მონეტით შეავსებინეთ ზემოხსენებული საფულე. ასე კირჩხიბი ფულის ყადრსაც ისწავლის და უსუსრობის შეგრძნებაც მოეხსნება.

ლომი - ანცი, საოცრად მომხიბვლელი და ენერგიული ქმნილებაა. პატარა ასაკიდანვე ვიტრინიდან გადმოსულ ულამაზეს თოჯინას წააგავს, ხშირი ქოჩორით ან ურჩი კულულებით. ლომები აქტიური ბავშვები არიან, მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ თუკი დედ-მამამ იგი ზედმეტად მიაჩვია დომინანტურ პოზიციას და ყველა მისი კაპრიზის დაუყოვნებლივ ასრულებას, დიდ ასაკში მისგან "შინაურ ტირანს" მივიღებთ, რომელიც უარს იტყვის მუშაობაზე და შეეცდება ფული ათასგვარი მანიპულაციით გამოიმუშაოს იოლად. საიმისოდ რომ ლომის აღზრდა თავიდანვე სწორად შეძლოთ, მას აუცილებლად უნდა ასწავლოთ სხვებისთვის ანგარიშის გაწევა და კუთვნილი ნივთების (ტკბილეულის) გულუხვად განაწილება. უნდა აუხსნათ, რომ შრომა სამარცხვინო კი არა, საამაყო საქმიანობაა და რომ უშრომელ შემოსავალს საბოლოოდ საზოგადოების მხრიდან მისი იმიჯის შელახვა მოყვება.

თევზები - ემოციურად ცვალებადი, ინტუიციური და ცოტა ფანტაზიორობისკენ მიდრეკილი ბავშვია. მოსწონს გამოგონილ სამყაროში ცხოვრება და სიამოვნებით მიგიპატიჟებთ იქ თქვენც. პატარა თევზის სწორად გასაზრდელად აუცილებელია, მას ცხოვრებისეული სირთულეებისთვის თვალის გასწორება ვასწავლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უხერხემლო, თუმცა, ნაკლებად პრეტენზიული ან შემაწუხებელი ინდივიდი გაიზრდება. რომელიც მკაცრად არასოდეს მოგთხოვთ, რომ არჩინოთ, მაგრამ მუდამ ექნება თქვენი დახმარების იმედი. საუკეთესო გზა კი თევზი ბავშვის სწორად გასაზრდელად არის მისი შემოქმედებითი პოტენციალის სწორად განვითარება. თევზები უზომოდ არტისტულები და ნიჭიერები არიან. გამოიყენეთ ეს, პატარაობიდნავე დააკავეთ სხვადასხვა ტიპის წრეებსა თუ სტუდიებში, რომ სამომავლოდ მან საკუთარი პროფესიის წყალობით ოსტატურად შეუთავსოს სასიამოვნო სასარგებლოს. იცხოვროს წარმოსახვით სამყაროში და ამ ქმედებისთვის ფული გადაუხადონ სხვებმა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?