იყოს ლიდერი და იწვევდეს პატივისცემას გარშემო მყოფებში. თუმცა, სურვილი ერთია, ხოლო მისი შესრულების გზები და მონდომება კიდევ სხვა. ამიტომ ზოგიერთი მამრის ოცნება, ოცნებადვე რჩება ან სხვადასხვა სახის კომპლექსები უშლის მას ხელს იმაში, რომ შედგეს როგორც პროფესიონალი. ისეთებიც არსებობენ ვისაც კარიერასა და ფინანსურ სტაბილურობაზე მეტად ბოჰემური ცხოვრება იზიდავს და ხშირად განსაკუთრებულ დისკომფორტს სულაც არ განიცდის თუკი მეუღლე ან საყვარელი ქალი, მასზე გაცილებით უფრო წარმატებულია პროფესიული თვალსაზრისით. თუმცა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც არსებობს ე.წ. წარმატებული და "კარიერისტი" მამაკაცების კლასიფიკაცია. ეს ის ხალხია, ვისაც ბავშვობის ასაკიდანვე გააჩნია საკმარისი სიჯიუტე, მიზანსწრაფულობა და მოთმინება საიმისოდ, რომ მომავალში არამხოლოდ თავად, მისმა მშობლებმა და ახლობლებმაც იამაყონ მისი პროფესიული თუ თანამდებობრივი მიღწევებით
ლომი - პატარა ასაკიდან ავლენს მეფურ მანერებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა და მუდმივად ცდილობს თანატოლებში ლიდერის პოზიცია დაიმკვიდროს. თუკი მისი აღზრდისას სწორი პრინციპებით იხელმძღვანელეს მშობლებმა (ასწავლეს სხვებისთვის ანგარიშის გაწევა და დიპლომატია) სამომავლოდ მისგან ბრწყინვალე პროფესიონალი, გულუხვი, დიდსულოვანი შეფი და არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი დგება.
მორიელი - მსგავსად ლომისა, ძალაუფლების სიყვარული მასშიც დიდი დოზითაა. თუმცა, მორიელი გარშემო მყოფებში პატივისცემის მოპოვებასა და ლიდერულ პოზიციებს იდუმალებით, სტრატეგიული აზროვნების უნარითა და მანიპულაციის უნიკალური ნიჭით ახერხებს. მან ყოველთვის ზუსტად იცის სხვისი "სუსტი წერტილები" რის ხარჯზეც მარტივად გაიკვალავს გზას კარიერულ კიბეზე.
თხის რქა - დაბადებიდანვე არაბავშვურად სერიოზული, დაკვირვებული და პრინციპულია. გასაოცარი სიამაყე, პატივმოყვარეობა და სიჯიუტე გააჩნია, რაც საშუალებას აძლევს წლების მანძილზე იშრომოს მუხლჩაუხრელად სასურველი მიზნის და თანამდებობრივი სიმაღლის მისაღწევად.