არსებობენ ზოდიაქოს კონკერტული ნიშნით დაბადებული მამაკაცები, ანუ ის ვისაც ჩანასახშივე აქვს განვითარებული პასუხისმგებლობის, სხვებზე ზრუნვისა და მფარველობის ნიჭი. ამიტომაც არის რომ ისინი, ყოველთვის დიდი მეგობრები და თანამოაზრეები არიან საკუთარი შვილებისთვის.
ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნით ცეცხლოვანი, აქტიური და თავდაჯერებული მამრები ევლინებიან ქვეყანას. ვერძი ჯიუტი და პრინციპულია როგორც ქმარი, მაგრამ საოცრად თავდადებული და ლოიალურია როგორც მამა. ვერძის ზოდიაქოს ნიშანი სიმბოლურად "ასტრალურ ბავშვს" შეესაბამება. იმიტომ რომ, ის პირველია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ამიტომ ვერძი მამები შესანიშნავად ახერხებენ შვილებთან "მათივე ენაზე" კომუნიკაციას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თავადაც სულით ბავშვები და ინფანტილურები არიან. ვერძი ყურადღებიანი და მეგობრული მამაა, ამიტომ მისთვის არ არსებობს ე.წ. "მამებისა და შვილების" ტრადიციული პრობლემები. იგი ახალგაზრდული ხედვით გამოირჩევა, რაც საშუალებას აძლევს შვილებთან მუდამ ჰქონდეს მეგობრული, უშუალო დამოკიდებულება.
კირჩხიბი - ალბათ ყველა ასტროლოგი დაგიდასტურებთ, რომ კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრს ნებისმიერ ქალზე უკეთ შეუძლია საკუთარი პირმშოს მოვლა. კირჩხიბს მთვარე მართავს, შესაბამისად, ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცები გასაოცარი მზრუნველობით, ინტუიციური აღქმის უნარითა და სიფრთხილით გამოირჩევიან. მამობა კირჩხიბისთვის ცხოვრებაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი "თანამდებობა" და რეგალიაა. ამიტომ იგი საკუთარ შვილებს თავს ევლება, ზრუნავს მათზე და საკუთარი ინტერესების გვერდზე გადადებაც შეუძლია თუკი ეს ყველაფერი ბავშვებისთვის აუცილებელ საჭიროებას ეწინააღმდეგება. მამა კირჩხიბი მოსიყვარულე და თბილია, მისთვის მარტივია შვილებს მყუდრო და დაცული გარემო შეუქმნას. იგი შესანიშნავად ართობს პატარებს და არასოდეს ტოვებს უყურადღებოდ, როცა ისინი ზედმეტს ცელქობენ. ის კი არა, დიდ ასაკშიც აქტიურად ცდილობს კირჩხიბი მამა საკუთარი შვილების ცხოვრებაში დომინანტური როლის დაკავებას. რის გამოც ზოგჯერ, პრობლემებიც კი ექმნება თავის დამოუკიდებლობისმოყვარულ ნაშიერთან.
მორიელი - იშვიათი სიფრთხილით, წინდახედულობითა და ანალიტიკური აზროვნებით დაჯილდოებული მამრია. მართალია, იგი ხშირად სასტიკი და მკაცრია ქალებთან, მაგრამ სრულიად საპირისპიროა მისი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამა მორიელი შვილებს ენის მოჩლექით ელაპარაკება ან მათ ყველაფრის უფლებას აძლევს დიდსულოვნად. თუმცა, საკუთარი შვილების გამო მორიელს ყველაფერზე წასვლა შეუძლია და პატარების უსაფრთხოებას ამქვეყნად ყველა პრიორიტეტზე წინ აყენებს მუდამ. მორიელმა ზუსტად იცის რა სჭირდებათ ბავშვებს. ის არ ანებივრებს შვილებს ზედმეტად, თუმცა მისი ზომიერი სიმკაცრე და დაკვირვებულობა დიდ ასაკში ფასდება მისი ნაშიერების მხრიდან, იმ კუთხით, რომ ისინი ყოველთვის მიმართავენ რჩევისთვის მამას.