ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე აუტანელი მამაკაცები

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე აუტანელი მამაკაცები

რაღა თქმა უნდა, მისი პერსონალური კოსმოგრამის დეტალური ანალიზია საჭირო. თუმცა, რუსი ასტროლოგის ოკსანა ლოზანის აზრით, არსებობს აუტანელი და ქალბატონების ემოციური მდგრადობისთვის ზიანის მომტანი მამაკაცების ტოპ სამეული, რომელშიც შემდეგი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები შედიან: მორიელები, თხის რქები და ტყუპი. ოკსანა ლოზანს კონკრეტული დახასიათებებიც მოაქვს საბუთად თუ რატომ მიაჩნია მას მაინცდამაინც ზემოთ ხსენებული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამრები ყველაზე პრობლემატურებად ძლიერი სქესის წარმომადგენლებს შორს. მოდი, გადავხედოთ მის არგუმენტებს და დასკვნები ერთად გამოვიტანოთ.

№ 1 მორიელი

მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამრები, ბუნებამ ეშმაკობით, წინდახედულებითა და კარგი ინტუიციის გრძნობით დააჯილდოვა. ამასთან ერთად, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს შესანიშნავად ეხერხებათ ადამიანებით მანიპულირება და მიყენებულ წყენას ბევრი ლამის მთელი ცხოვრების მანძილზე ატარებს გულის სიღრმეში, სანამ შურისძიებისთვის შესაფერისი მომენტი მიეცემა. მორიელი ბუნებით ამბიციური ტიპაჟია. ამიტომ საკუთარი "ეგოს" დასაკმაყოფილებლად, ხშირად ყველაფერზე წამსვლელი ხდება. სასურველი მიზნის მისაღწევად იგი ბულდოზერივით მიიწევს წინ და გზად ნებისმიერ წინააღმდეგობას ანადგურებს. მორიელი სასტიკია, მაგრამ არა გულღძო და ლაჩარი. ამიტომ საკუთარ მოსაზრებას სხვებზე, ყოველთვის ღიად აფიქსირებს. ისე რომ, დიდად არ უფრთხილდება არავის ემოციურ მდგომარეობას. მისთვის მთავარი ფასეულობა ამქვეყნად ოჯახია. რომელსაც იგი საკუთრებასავით აღიქვამს. ოჯახი ხელშეუხებელია ნებისმიერი მორიელისთვის. გარეგნული სიმშვიდისა და გაწონასწორებული იმიჯის უკან, მორიელი გრძნობების ვულკანს მალავს. მას შეუძლია სისხლის ბოლო წვეთი გაიღოს უახლოესი მეგობრის ან საყვარელი ადამიანისთვის, მაგრამ იგივეს გააკეთებს დაუფიქრებლად, როცა საქმე მტრებისთვის ანგარიშის გასწორებას ეხება. ამიტომ ქალი, რომელიც ამ მამაკაცს ირჩევს ცხოვრების თანამგზავრად, მზად უნდა იყოს მის უკომპრომისო, მაქსიმალისტურ ხასიათთან შესაგუებლად. ერთი მხრივ მორიელის სახით თქვენ გვერდში საიმედო დასაყრდენი და ძლიერი მფარველი გეყოლებათ, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი დაიცავს თქვენი და თქვენი შვილების უსაფრთხოებას, მეორე მხრივ კი უნდა გააცნობიეროთ ის ფაქტი, რომ მორიელთან ნებისმიერი სახის ტყუილი, სიყალბე და ქარაფშუტული საქციელი ძალზე ძვირად დაგიჯდებათ. ამასთან ერთად, იგი არასოდეს განგიხილავთ როგორც თანასწორუფლებიან ოჯახის წევრს, ამიტომ გენდერულ ბალანსზე ფილოსოფოურ საუბრებში ამაოდ ნუ დაკარგავთ დროს. ეს არავითარ შედეგს არ მოგცემთ.

№2. თხის რქა

ტიპური თხის რქა მამაკაცი ცივი, თავშეკავებული და გაწონასწორებული ტიპაჟია. თუმცა სანამ მას "ყინულის ნიღბის" გამო განსჯით, კარგი იქნება იცოდეთ, რომ, მისი გულგრილობა, სხვა არაფერია თუ არა უუნარობა საკუთარი ემოციები აშკარად გადმოსცეს და გამოხატოს. ამის მიზეზი, სატურნული შებოჭილობა და მორცხვი ხასიათია. სინამდვილეში, იგი ცივი სულაც არ გახლავთ, უბრალოდ ენის მოჩლექით საუბარი არ ეხერხება, ეს არის და ეს. მორიელისგან განსხვავებით, თხის რქას ნაკლებად ახასიათებს საკუთარი შეხედულებების უკომპრომისოდ აფიშირება. თუმცა, თუკი მიზნისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობა ვინმე, იგი ყველაფერს იღონებს საიმისოდ, რომ თავხედი სამაგალითოდ დასაჯოს. ამას კი ისე გააკეთებს, რომ ეს უკანასკნელი ბოლო წუთამდე ვერ გაიაზრებს ვისი ხელი ურევია მის თავს დატრიალებულ პრობლემათა ქარიშხალში. პირად ცხოვრებაში ეს კაცი მოზომილი, ანგარიშიანი და წინდახედულია. ამიტომ საიმისოდ, რომ თქვენზე დაქორწინება აიძულოთ, რკინის ნერვები და უზომო მოთმინება დაგჭირდებათ. იგი გადაწყვეტილებას ძნელად იღებს, მაგრამ ცივი გონებით წყვეტს ყველაფერს. ამიტომ თუ ხელი და გული შემოგთავაზათ, ეს სამუდამო იქნება. ქალს, რომელიც თხის რქას დაუკავშირებს ბედს, მოუწევს შეეგუოს მის ემოციურ სიცივეს, ტრადიციულობასა და კონსერვატორულ ხასიათს. მისი სახით თქვენ მზრუნველი, მაგრამ ცოტა არ იყოს უხასიათო და ჯიჯღინა ქმარი გეყოლებათ. ამიტომ მოგიწევთ მისი მოთხოვნების შესრულება უსიტყვოდ ისწავლოთ. სიჯიუტეს და ჯიბრში ჩადგომას კი კატეგორიულად არ გირჩევთ. თხის რქას ამ საკითხში ბადალი არ მოეძებნება. ასე რომ, საბოლოოდ წაგებული ისევ თავად აღმოჩნდებით.

№ 3 ტყუპი

აუტანელი მამაკაცების სიაში, ტყუპს მესამე საპატიო ადგილი ერგო. მაგრამ ასტროლოგის თქმით, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებში გვხვდებიან ყველაზე გაქნილი აფერისტი და მსახიობი მამრები. თანაც ყველა სიკეთესთან ერთად, ისინი არასოდეს და არაფერის დიდებით არ აღიარებენ საკუთარ შეცდომებს. მათ მდიდარი ფანტაზიის უნარი და კარგი გადმოცემის ნიჭი გააჩნიათ, ამიტომ მორიგი ეფექტური ისტორიის გამოგონება თავის გასამართლებლად ქალის წინაშე, ტიპური ტყუპი მამაკაცისთვის მარტივზე მარტივი საქმეა. უფრო მეტიც, ამას იგი ერთგვარი სიამოვნებითაც კი გააკეთებს და მოყოლის პროცესში "სპეცეფექტების" ჩართვით თავადაც გაერთობა. ქალს, რომელიც ტყუპს ირჩევს ცხოვრების მეგზურად, უნდა ახსოვდეს, რომ ასეთი კაცი ცვალებადი ხასიათის და ჭირვეული ბუნებისაა. იგი ვერ იტანს პასუხისმგებლობებს, შეზღუდვებსა და კრიტიკას მისი მისამართით. იშვიათად აინტერესებს ქალის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და ზოგადად ძნელად ესმის ან საერთოდ არ ესმის რატომ ვარდებიან ქალები ისტერიკაში მისი საქციელის გამო.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?