ზოგს რთული ხასიათი აქვს და ყველასთან ვერ პ0ულობს საერთო ენას, ზოგი გასაოცარი მოქნილობით და ლოიალურობით გამოირჩევა. ამიტომ მარტივად ახერხებს ხოლმე გარშემო მყოფებს ურთიერთობაში კომფორტი შეუქმნას. ასეთი ადამიანებისკენ სხვა ადამიანები ისწრაფვიან როგორც სამეგობროდ, ისე პირად ურთიერეთობაში. თუმცა მედალს ორი მხარე აქვს და ზუსტად ამგვარ, მომთმენ და რბილ პიროვნებას ხშირად ზედმეტსაც სთხოვენ აკისრებენ ხოლმე. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს სამი ყველაზე დიპლომატიური, ლოიალურობით გამორჩეული და საოცრად გამგებიანი ზოდიაქოს ნიშანი.
კირჩხიბი - მთვარე, რომელიც ამ ზოდიაქოს ნიშანს მართავს, კირჩხიბებს ანიჭებს შესანიშნავ ინტუიციას და გარშემო მყოფებზე ემოციურად მიჯაჭვულობის უნარს. კირჩხიბი მოსიყვარულე, მზრუნველი და ბუტიაა. მას ძალიან უჭირს გაძლება ოჯახის წევრების გარეშე და შინაურებისთვის ერთბაშად დედაც არის, დაც, ძმაც, მამაც და ძიძაც. ამ ადამიანებს ახასიათებთ გულჩვილობა და პერიოდული დეპრესიისკენ მიდრეკილება. მით უმეტეს მაშინ, როცა აღმოაჩენენ, რომ მათ სიკეთესა და მზრუნველობას ვიღაც ბოროტად იყენებს. თუკი კირჩხიბმა ამგვარ დამოკიდებულებაში გამოგიჭირათ, იცოდეთ - მის ნდობას ვეღარასოდეს დაიბრუნებთ ამიერიდან.
სასწორი - პლანეტა ვენერა, რომელიც სასწორის ნიშნის მმართველად ითვლება ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, ანიჭებს დიპლომატიის უნარს, სირბილეს, გალანტურობასა და ტაქტიანობას. სასწორი კარგი თანამოსაუბრე და იდეალური კომპანიონია ნებისმიერ საქმეში. იგი რბილი და მოზომილია, იშვიათად გაგაკრიტიკებთ ხოლმე ნაკლის გამო. თუმცა შეუძლია ასევე შენიშვნა კორექტულ ფორმებში მოგცეთ, ისე, რომ ამით თქვენი თავმოყვარეობა არ დააზარალოს. იგი უბოროტო, მშვიდი და არაკონფლიქტური ნიშანია. თქვენ წარმოიდგინეთ ზოგჯერ იმდენად გაურბის ჩხუბსა და აგრესიას, რომ ხშირად თავად ზარალდება ამით და ბევრის თვალში, მშიშარას იარლიყსაც იწებებს. რაც რეალურად სულაც არ გახლავთ ასე.
თევზები - პლანეტა ნეპტუნისა და იუპიტერის გავლენა, რომელთა ტანდემიც თევზების ზოდიაქოს მართავს ამ ადამიანებში აყალიბებს ისეთ თვისებებს როგორიცაა მოსმენის, თანაგრძნობის ნიჭი, თანამოსაუბრის ინტუიციურად გაგების უნარი. მოვლენების მასშტაბურად და ფილოსოფიურად ხედვის თვისება. ამიტომ თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანები საუკეთესო მეგობრებად და მესაიდუმლეებად ითვლებიან ყოველთვის. ადამიანებს, რომლებიც ამ ნიშნით ევლინებიან ქვეყანას, ახასიათებთ თავგანწირულობა ნებისმიერ ურთიერთობაში, იქნება ეს პირადი ცხოვრება თუ მეგობრობა. ამიტომ მათი მხრიდან ღალატის ფაქტები ძალზე იშვიათი და მცირეა.