ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე წარმატებული მამაკაცები

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე წარმატებული მამაკაცები

და იწვევდეს პატივისცემას გარშემო მყოფებში. თუმცა, სურვილი ერთია, ხოლო მისი შესრულების გზები და მონდომება კიდევ სხვა. ამიტომ ზოგიერთი მამრის ოცნება, ოცნებადვე რჩება ან სხვადასხვა სახის კომპლექსები უშლის მას ხელს იმაში, რომ შედგეს როგორც პროფესიონალი. ისეთებიც არსებობენ, ვისაც კარიერასა და ფინანსურ სტაბილურობაზე მეტად ბოჰემური ცხოვრება იზიდავს და ხშირად განსაკუთრებულ დისკომფორტს სულაც არ განიცდის, თუკი მეუღლე ან საყვარელი ქალი, მასზე გაცილებით უფრო წარმატებულია პროფესიული თვალსაზრისით. თუმცა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც არსებობს ე.წ. "წარმატებული" და "კარიერისტი" მამაკაცების კლასიფიკაცია. ეს ის ხალხია, ვისაც ბავშვობის ასაკიდანვე გააჩნია საკმარისი სიჯიუტე, მიზანსწრაფულობა და მოთმინება საიმისოდ, რომ მომავალში არამხოლოდ თავად, მისმა მშობლებმა და ახლობლებმაც იამაყონ მისი პროფესიული თუ თანამდებობრივი მიღწევებით

თხის რქა - დაბადებიდანვე არაბავშვურად სერიოზული, დაკვირვებული და პრინციპულია. გასაოცარი სიამაყე, პატივმოყვარეობა და სიჯიუტე გააჩნია, რაც საშუალებას აძლევს წლების მანძილზე იშრომოს მუხლჩაუხრელად სასურველი მიზნისა და თანამდებობრივი სიმაღლის მისაღწევად.

ლომი - პატარა ასაკიდან ავლენს მეფურ მანერებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა და მუდმივად ცდილობს თანატოლებში ლიდერის პოზიცია დაიმკვიდროს. თუკი მისი აღზრდისას სწორი პრინციპებით იხელმძღვანელეს მშობლებმა (ასწავლეს სხვებისთვის ანგარიშის გაწევა და დიპლომატია) სამომავლოდ მისგან ბრწყინვალე პროფესიონალი, გულუხვი, დიდსულოვანი შეფი და არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი დგება.

მორიელი - მსგავსად ლომისა, ძალაუფლების სიყვარული მასშიც დიდი დოზითაა. თუმცა მორიელი გარშემო მყოფებში პატივისცემის მოპოვებას და ლიდერულ პოზიციებს იდუმალებით, სტრატეგიული აზროვნების უნარით და მანიპულაციის უნიკალური ნიჭით ახერხებს. მან ყოველთვის ზუსტად იცის სხვისი "სუსტი წერტილები" რის ხარჯზეც მარტივად იკვალავს გზას კარიერულ კიბეზე.

ვერძი - მიზანსწრაფული, უზომოდ ენერგიული და აქტიური ინდივიდია. არ ეშინია სირთულეების და ყოველთვის ეძებს ახალ, ჯერ კიდევ აუთვისებელ სფეროებს ან პროფესიებს, სადაც ოსტატურად ეხერხება საკუთარი თავის დამკვიდრება და პიონერის როლის მორგება. მისი ოპტიმიზმი დაუშრეტელი და ულევია, გამძლეობა და სიცოცხლის სიყვარული კი გადამდები. ამიტომ ვერძები არამხოლოდ კარგი უფროსები არიან, სხვებსაც ხშირად უქმნიან წინსვლის მოტივაციას საკუთარი საქციელით.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?