ნაკლია თუ ღირსება? როგორც მამაკაცების დიდი ნაწილი მიიჩნევს, ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მახასიათებელია საიმისოდ, რომ ამ უკანასკნელს ქალთან ოჯახის შექმნა მოუნდეს. ყველანი ვცოდავთ ცოტ-ცოტას, ოღონდ სხვადასხვა კუთხით, შესაბამისად, ქალი, რომელიც ლოიალურად (და არა მონურად!) ეკიდება ქმრის შეცდომებს იქნებ დიახაც რომ უფრო ჭკვიანი და დასაფასებელია, ვიდრე ის, ვინც საკუთარ პრინციპებს აყოლილი დაუფიქრებლად ანგრევს ურთიერთობებს?
თუმცა, მოდით, ამ თემაზე ასტროლოგების აზრიც გავითვალისწინოთ და გავიგოთ, მაინც რომელი ნიშნით დაბადებულ ქალებს უადვილდებათ მეუღლისთვის ღალატის ან უბრალოდ ცუდი საქციელის ხშირად პატიება.
კირჩხიბი - მისთვის ოჯახის კულტი ამქვეყნად ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას. ამიტომ იშვიათად ანგრევს ოჯახს თუნდაც მამაკაცის მხრიდან ღალატის გამო. მართალია, საშინლად ეჭვიანი, სენსიტიური და განცდიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ გულისტკენა მეორე ნახევრის მხრიდან დიდხანს ახსოვს, მაგრამ ოჯახს გარეთ მაინც არ გაიტანს პირად პრობლემებს და მით უმეტეს, არავის გაახარებს ამ ფაქტის გამო. ხშირად სწირავს ოჯახის ინტერესებს საკუთარ პროფესიულ ან პიროვნულ მისწრაფებებს. თუმცა, მიაჩნია, რომ ამ მხრივ ნებისმიერი მსხვერპლი გამართლებულია.
სასწორი - ძალიან რბილი და ლოიალურია როგორც მეორე ნახევარი. მაქსიმალურად ცდილობს ოჯახური კონფლიქტები და ხმაური ყოველთვის აიცილოს თავიდან. ამიტომ ისტერიკებს არასოდეს გაუმართავს კაცს, თუნდაც ამ უკანასკნელმა თავს ცოტაოდენი "ცუღლუტობის" უფლება მისცეს. იგი ბრძნულად ეკიდება სირთულეებს ოჯახში, ამიტომ ყოველთვის აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მოითმინოს და უკეთეს მომავალზე იოცნებოს. მას პატივს სცემენ მამაკაცები ზუსტად ამ გამგებიანი ხასიათის და დიპლომატიურობის გამო.
თევზები -
ძალიან ემოციური, თანამგრძნობი და გულჩვილი ქალია. პარტნიორზე მიჯაჭვულობა ახასიათებს, ამიტომ ხშირად პატიობს ღალატს და აუტანელ საქციელს მეუღლეს იმ მოტივით, რომ ეს ყველაფერი "მისი ბედია" და ეს ტვირთი უნდა ბოლომდე ატაროს. როგორც წესი, მამაკაცში ხშირად იწვევს სიბრალულის გრძნობას მისი უსუსური იმიჯი და უმწეო ხასიათი. ამიტომ მეორე ნახევარი ხშირად ზუსტად ამ დანაშაულის გრძნობის გამო უბრუნდება მას.