იმედგაცრუება და მძაფრი ემოციები. ასტროლოგიურად მიჩნეულია, რომ ადამიანებს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ პარტნიორული ურთიერთობების მიმართ, რაც თავის მხრივ განაპირობებს მათ საქციელს საყვარელ ადამიანებთან მიმართებაში. უფრო მეტიც, ე.წ. "ოქროს სამეულიც" კი არსებობს ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ანუ ხალხი, რომელიც ძალიან იშვიათად ტკენს გულს სხვა ადამიანს სიყვარულში.
კურო - კუროები მშვიდი, გაწონასწორებული და დინჯი ადამიანები არიან. საიმისოდ რომ კუროს თავი შეაყვარო, დიდი მოთმინება და მონდომებაა საჭირო. ეს ადამიანი არასოდეს იღებს ადვილად გადაწყვეტილებას, როცა საქმე პირად ცხოვრებას ეხება. იმიტომ რომ კარგად აქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი, ისე სხვისი გრძნობების მიმართ. კუროსთან ურთიერთობა ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება ყოველთვის, სამაგიეროდ, თუ ამ ადამიანმა ცხოვრების მეგზურად აგირჩიათ, გწამდეთ, მის გვერდით მუდამ სტაბილურად და ემოციურად უსაფრთხოდ იქნებით.
ქალწული - ქალწულები, როგორც წესი, გასაოცარი მეწვრილმანეობითა და პრეტენზიულობით არიან გამორჩეულნი. ამასთან, მათი ეს თვისება პირად ცხოვრებაშიც აქტიურად ვლინდება მაშინ, როცა ქალწული ცხოვრების მეგზურს არჩევს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები საოცრად რაციონალურები და წინდახედულები არიან. ამიტომ თუკი ქალწულმა ხანგძლივი ფიქრის შედეგად, საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ცხოვრება ზუსტად თქვენ უნდა დაგიკავშიროთ, მერწმუნეთ, მის ამ გადაწყვეტილებას არასოდეს ინანებთ. იმიტომ რომ ქალწულზე უფრო ერთგული და სტაბილური პარტნიორი იშვიათად მოიძებნება ბუნებაში.
თევზები - ზოდიაქოს ყველაზე ემოციური ნიშანია. ამ ადამიანებს, როგორც წესი, გასაოცარი ინტუიცია აქვთ და გარშემო მყოფების განცდები, ხშირად ყოველგვარი საუბრის გარეშეც უსიტყვოდ ესმით ხოლმე. თევზები მოსიყვარულე და თავგანწირული ნიშანია. სიყვარულის სახელით ამ ადამიანს ბევრის ატანა და დათმობა შეუძლია. ამიტომ თუკი ამ ნიშნით დაბადებულმა გულწრფელად შეგიყვარათ, გულს არასოდეს გატკენთ უხეშობით ან ტყუილით.