როგორი იქნება კონკრეტულად მისთვის დამდეგი წელიწადი. ყველაზე მეტად კი ადამიანებს პირადი ცხოვრება და მასში მიმდინარე მოვლენები აინტერესებთ. ასტროლოგები თვლიან, რომ 2018 წელს სამ ზოდიაქოს ნიშანს ელის სასიყვარულო და პარტნიორული კუთხით მნიშვნელოვანი ძვრები.
კურო - კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები სტაბილური, მშვიდი და გაწონასწორებული ტიპები არიან. თუმცა 2018 წელი მათ პირადი და პარტნიორული კუთხით დიდ გამოცდებს უმზადებს. საქმე იმაშია, რომ ზუსტად ამ წელს კუროს მმართველი პლანეტა ვენერა უკანმავალი ხდება, რის ხარჯზეც ბევრი დაოჯახებული კუროს ცხოვრებაში გაჩნდება პრობლემები მეორე ნახევართან, სადაც მათ დიდი კომპრომისის გამოვლენა და საკუთარი სიჯიუტის დათრგუნვა მოუწევთ. ხოლო მარტოხელა კუროები აუცილებლად დადგებიან "ყოფილებთან" ურთიერთობის აღდგენის ფაქტის წინაშე. თუმცა, გადაწყვეტილების მიღება მთლიანად მათ ინდივიდუალურ არჩევანზე იქნება დამოკიდებული.
მორიელი - პლანეტა იუპიტერი, რომელიც ასტროლოგიურად წარმატებისა და ბედნიერების თემებს მართავს, ლამის მთელი 2018 წლის მანძილზე მორიელის ნიშანში იმოძრავებს. რაც იმას ნიშნავს, რომ მორიელის ნიშნით დაბადებულებს არაერთი სასიამოვნო ემოციის განცდა ელით პირად და პარტნიორულ კავშირებში. თუმცა, შესაძლოა მათ ცხოვრებაში ერთდროულად რამდენიმე თაყვანისმცემელიც კი გამოჩნდეს, რაც ძალიან გაართულებს მორიელისთვის სწორი არჩევანის გაკეთების თემას.
მშვილდოსანი - როგორც იქნა იწყება მშვილდოსნების ცხოვრებაში ნათელი პერიოდი და ეს რაღა თქმა უნდა, პირად და სასიყვარულო კავშირებსაც შეეხება. ზუსტად ამ წელს მიეცემა საშუალება მშვილდოსნის ნიშნის ბევრ წარმომადგენელს დაარეგულიროს აქამდე აწეწილი და გართულებული ურთიერთობები საკუთარ პარტნიორთან. მარტოხელა მშვილდოსნებს კი წლის მეორე ნახევარში თავბრუდამხვევი, ახალი ურთიერთობების დაწყების შანსები ეძლევათ.