ეს ყველაზე კარგი წელია ოჯახის შესაქმნელად. თუმცა საიმისოდ, რომ მყარი ოჯახი შექმნათ, აუცილებელია, იპოვოთ შესაფერისი მეწყვილე. ჰოდა, ზუსტად ამ ზაფხულს ელის ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებულ ადამიანს თავბრუდამხვევი რომანის წამოწყების პერსპექტივა, რომელიც შესაძლოა მართლაც ქორწინებით დასრულდეს შემოდგომაზე...
მორიელი - 2018 რომ "თქვენი" წელია, ამას ალბათ არაერთგზის მოუსმინეთ მასმედიის საშუალებებით. მაგრამ ეს ზაფხული განსაკუთრებით გაგანებივრებთ თაყვანისმცემელთა სიმრავლით. მთავარია, გულს მოუსმინოთ და მრავალრიცხოვან ძველ თუ ახალ სიმპათიებს შორის ზუსტად ამოიცნოთ ის "ერთადერთი".
თევზები - წინა თვეების დეპრესიისა და უგუნებობის შემდეგ, ცხელი ზაფხული თქვენ ცხოვრებაში ახალ სიოს მოიტანს. რაც თავდაყირა დააყენებს თქვენს ცხოვრებას. შესაძლოა აგვისტოში მთელი თქვენი ცხოვრების სიყვარულს შეხვდეთ, რომელთანაც მომავალში არაერთი ბედნიერი წუთის გატარება გელით.
კირჩხიბი - ზაფხული რთული, მაგრამ ამაღელვებელი არჩევანის წინაშე დააყენებს კირჩხიბების დიდ ნაწილს. საუბარი, რა თქმა უნდა, მარტოხელა კირჩხიბებზე გვაქვს. სიყვარული, რომელსაც ასე თავგადაკლული ეძებდით, ზუსტად ამ პერიოდში მოგიკაკუნებთ კარს. თუმცა მის გამო მოგიწევთ ჩვეულ ცხოვრების წესზე უარის თქმა, უფრო მეტიც, შესაძლოა თქვენს არჩევანს თან მოჰყვეს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და სხვაგან გადაბარგება.