გააჩნია საკუთარი სიტყვის პატრონი იყოს და ნებისმიერი დაპირება ბოლომდე, პირნათლად შეასრულოს. თუმცა, მიზეზთა და მიზეზთა გამო, ადამიანები ხშირად ტყუიან. ზოგჯერ უბრალოდ სიტუაციაც აიძულებთ, რომ შეცვალონ მოქმედების გეგმა და არ შეასრულონ დანაპირები. თუმცა, არსებობს მამაკაცების ისეთი კატეგორიაც, რომელიც თითქმის არასდროს ღალატობს თავის პრინციპებს. ეს რა თქმა უნდა, ქალებთან მათ დამოკიდებულებასაც ეხება. თუმცა, მედალს ხომ ორი მხარე აქვს ქალბატონებო, ერთი მხრივ კარგია, როცა კაცი თავისი სიტყვის პატრონია, მეორე მხრივ კი იგი არასოდეს მოგცემთ კიდევ ერთ შანსს ურთიერთობაში იმიტომ, რომ პრინციპების მქონე კაცი ავტომატურად გულისხმობს თავის თავში მაქსიმალისტ ადამიანს, რომელიც არასოდეს გადაუხვევს ერთხელ აღებული გეზიდან.
ასტროლოგები თვლიან, რომ განსაკუთრებული პრინციპულობა და სიჯიუტე სამი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრებს ახასიათებთ...
კურო - ერთი შეხედვით მშვიდი, უკონფლიქტო და გაწონასწორებული მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებს და ასეც იქნება მანამ სანამ, წითელ ნაჭერს არ აუფრიალებთ ცხვირწინ. კუროები ბუნებით მშვიდობისმოყვარეები არიან, მაგრამ შეყვარებული ხარი ძალზე ეჭვიანი და მესაკუთრე ხდება. შესაბამისად, თუკი მისმა გულისსწორმა ნდობა არ გაუმართლა, იგი უკან დასახევ ყველა გზას საბოლოოდ მოჭრის. კუროს სიჯიუტე კი განუსაზღვრელი და უვადოა. იგი არასოდეს ბრუნდება იქ, სადაც ერთხელ ტკივილი მიაყენს. ემოციური მეხსირება მას ძალზე ფაქიზი აქვს.