3 მამაკაცი, რომელსაც ქალის უსიტყვოდ ესმის, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

3 მამაკაცი, რომელსაც ქალის უსიტყვოდ ესმის, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

არსებობენ მამაკაცური და ქალური ენერგეტიკის მატარებელი ზოდიაქოს ნიშნები. შესაბამისად, თუკი კაცი სწორედ ქალური ენერგეტიკით მართვადი ნიშნით დაიბადა, მისთვის გაცილებით მარტივი იქნება გაიგოს ქალური ხუშტურები და ქალის ფსიქოლოგია...

ასტროლოგები თვლიან. რომ ამ მხრივ, სამი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელია ყველაზე უფრო "დახელოვნებული" მკვლევარი ქალის სულის სიღრმეების...

კირჩხიბი – კირჩხიბის ზოდიაქოს მმართველად მთვარე ითვლება. შესაბამისად, მამაკაცი კირჩხიბი, რაც არ უნდა მასკულანური გარეგნობა გააჩნდეს მას, სულის სიღრმეში ფემინურ ელემენტებს მალავს. იგი ემოციური, გულჩვილი და ფრთხილია. ძალიან ბუტიაა და ფაქტობრივად ისეთი რამეები სწყინს, რაზე გაბრაზებაც სხვა მამრს აზრადაც არ მოუვა. მისთვის ქალის ბუნების გაგება ძალზე მარტივი საქმეა. ჯერ ერთი რომ არაჩვეულებრივი ინტუიციის პატრონია; გარდა ამისა, მთვარის გავლენით შესანიშნავად ესმის ქალური ხრიკების. სწორედ ამიტომ არიან მამაკაცი კირჩხიბები ძალზე ხშირად ქალების საზოგადოების სული და გული. მათ ყოველთვის უამრავი დაქალი და მესაიდუმლე ჰყავთ სუსტი სქესის წარმომადგენლებში. არიან არაჩვეულებრივი ქმრები, მეოჯახეები და მამები. თქვენ წარმოიდგინეთ და ამ ბოლო პუნქტში ისინი ქალებსაც კი არ უდებენ ტოლს.

სასწორი – თანდაყოლილი დიპლომატიურობა, შარმი, უკონფლიქტო ბუნება და ემოციების აშკარად გამოხატვის უნარი ეს ის უმნიშვნელოვანესი თვისებებია რითაც მამაკაცი სასწორი ახერხებს ქალების გული უპირობოდ მოიგოს. იგი ლოიალური და ძალიან კომფორტული პარტნიორია ნებისმიერი ქალისთვის. მას შეუძლია ისაუბროს ისეთ თემებზე რომელიც ქალებს მაგნიტივით იზიდავს და აინტერესებ – მოდა, ხელოვნება, გლამური, კინემატოგრაფია, ფოტოხელოვნება. ამასთან ერთად იგი შესანიშნავი კომპანიონია ქალისთვის შოპინგის დროს. ასეთი კაცი გასაოცარი ოსტატობით შეგირჩევთ თქვენთვის მოსახდენ სამოსს და დაგეხმარებათ ზოგადად, იმიჯის შექმნა- ჩამოყალიბებაში. ყოველთვის მოგცემთ რჩევებს სასიყვარულო ურთიერთობებში სირთულის წარმოქმნისას... მოკლედ, იქნება თქვენი იდეალური მეგობარი, თუკი თქვენ მას საუბარს ქორწინებაზე არ ჩამოუგდებთ.

თევზები – მას შესანიშნავად ეხერხება ფსიქოლოგის როლის გათავისება. შეუძლია საათობით ისმინოს ქალისგან დრამატული სასიყვარულო ისტორიები და ცრემლიც წამოსცვივდეს ამ უკანასკნელთან ერთად "ანჰეფიენდური" ფინალის გამო. იგი სიამოვნებით ჩაერთვება სიტუაციის ანალიზში და შეეცდება გაპოვნინოთ გამოსავალი სასიყვარულო სამკუთხედიდან. მოკლედ, რჩევები გულმოკლული ქალებისთვის მას ყოველთვის ბლომად მოეძებნება. მაგრამ ამ დროს შესაძლოა საკუთარ ცხოვრებაში შექმნილი ქაოსიდან თავადვე ვერ დაუძვრენია თავი. თუმცა ეს თქვენ არ გეხებათ. მთავარია, რომ ამ კაცს ყოველთვის აქვს დრო და მოთმინება საიმისოდ, რომ მოთმინებით მოგისმინოთ, როცა თქვენ გჭირდებათ ვინმე გულის გადასაშლელად... იგი არასოდეს გაგკიცხავთ და გაგაკრიტიკებთ, რაც არ უნდა საშინელი საიდუმლო გაანდოთ და თუ შესაბამისად გააფრთხილებთ, დიდი ალბათობით არც არასოდეს გაგთქვამთ სხვასთან.