ძლიერი სქესის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე საქმეზე ორიენტირება, ამიტომ ქალის მხრიდან გამუდმებული საყვედურები, მოთხოვნები და მითითებები მათ უმრავლესობას ნევროზულ მდგომარეობაში აგდებს. შესაბამისად, ისინი, სინდისის ქენჯნის გარეშე იცილებენ თავიდან "აბეზარს", რასაც ქალები თავის მხრივ მამაკაცურ "უგულობას" და სისასტიკეს უწოდებენ ურთიერთობაში. მოკლედ, ყველა მედალს ორი მხარე აქვს ამიტომ ძალზე ხშირად, ქალებსაც შესწევთ ძალა ე.წ. "ფსიქოლოგიურ ტერორში" ამყოფონ საკუთარ პარტნიორი ან მეორე ნახევარი. თუმცა, ქალიც არის და ქალიც, ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა ხასიათშიც მეტ-ნაკლებად, ბავშვობიდანვე ჩადებულია აუტანელი მეგერას თვისებები. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნას, რომ ქვემოთ მოყვანილ ზოდიაქოს ნიშნებს შორის დაბადებული ყველა ქალი ერთნაირი "ტვინის ბურღი" და აბეზარია... ეს მხოლოდ ზოგადი სტატისტიკაა მეგობრებო, მაგრამ თუ მაინც გეცნოთ რომელიმე თვისება ან საკუთარი თავი, ნუ განაწყენდებით - შეეცადეთ სიტუაციას მამაკაცების თვალითაც შეხედოთ და მიხვდებით, რატომ გარბიან ისინი თქვენგან.
კირჩხიბი
დიახ, მხოლოდ კირჩხიბს და სხვას არავის ძალუძს სასურველ მამაკაცს საცეცები ისე ჩაავლოს, რომ ამ უკანასკნელმა არათუ თავისუფლად მოქმედება, სუნთქვაც კი ვერ შეძლოს მისი ნებართვის გარეშე. კირჩხიბი არაჩვეულებრივი მანიპულატორია, შეუძლია წარმატებით დადგას სცენები - იტიროს, თავი მსხვერპლად მოაჩვენოს საზოგადოებას ან სულაც მძიმე ავადმყოფის როლი მოირგოს, რომელსაც "სასტიკი და უგულო ქმარი" საშინელ დღეში აგდებს. თანაც არ დაგავიწყდეთ, იგი ხან ისე იჭრება როლში, რომ სავსებით შესაძლებელიაა მართლაც დაემართოს რაიმე ტიპის ავადმყოფობა. ამასთან ერთად, არ გეგონოთ ოდესმე, რაიმეში გამოტეხოთ ან აღიაროს რამე. კიბო უზომოდ ძლიერი თავდაცვის ინსტინქტით გამოირჩევა, შესაბამისად, მამაკაცს ისღა დარჩენია ურთიერთობის საწყის ეტაპზევე გონივრული დისტანციის დაკავებით დაიცვას თავი.
ლომი
თუკი იგი ბავშვობიდან ფუფუნებაში გაზარდეს ან მთლად უარესი, ოჯახში ერთადერთი ბავშვი იყო, მამაკაცებო, მაგრად დადექით - ქალი ლომი, აუცილებლად შეეცდება თქვენი სახით ახალი სათამაშოს პოვნას, რომელიც მის ნებისმიერ კაპრიზს უნდა ასრულებდეს უსიტყვოდ და მადლიერებით. ასეთი ქალები, შინაგანად თავს ყველაზე აღმატებულად და განსაკუთრებულად გრძნობენ. თვითშეფასების კოეფიციენტი იმდენად მაღალი აქვთ, რომ ნებისმიერს შეშურდება მისი. შესაბამისად, მამაკაცის მხრიდან ნათქვამი "არა" ქალ ლომს ისტერიკაში აგდებს. იგი საშინლად ეგოისტი, მომთხოვნი და პრეტენზიულია, ამასთან ერთად არ გეგონოთ, რომ რომელიმე მეტოქეს ჰორიზონტზე გააჭაჭანებს. ლომს ძალიან ძლიერად აქვს განვითარებული კონკურენციის მომენტი, შესაბამისად, საყვარელი მამაკაცის გზიდან სხვა ქალის ჩამოშორება მისთვის პრობლემას არასოდეს წარმოადგეს.
ქალწული
ნებისმიერი ქალი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნით ევლინება ქვეყანას, აუცილებლად გამოირჩევა ფხიზელი გონებით, გამჭრიახობითა და წინდახედულობით; განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფინანსებს შეეხება. ქალწული ქალის ცუდი ვარიანტი კი, შეიძლება აუტანლად ძუნწი, ეკონომიური და ხელმომჭირნეც იყოს. მას შეუძლოა პარტნიორის ყველა ნაბიჯი გააკონტროლოს და თითოეული კაპიკის სწორად გამოყენების ინსტრუქცია მისცეს დაუღალავად. ხშირად ასეთი ქალი, მეშჩანური მიზნით უკავშირებს ცხოვრებას მამაკაცებს. ამასთან ერთად, ქალწულების უმეტესობა ვიზუალური მომხიბვლელობით გამოირჩევა, რაც საკმაოდ კარგი მიზეზია მათთვის საკუთარი გარეგნობის "სარფიანად" გასაყიდად.