"ტარაკანები თავში" - რაც არასტანდარტული და ცოტათი არაადეკვატური ადამიანების დასახასიათებლად გამოიყენება ხოლმე. მაინც რა განაპირობებს ადამიანში ზემოხსენებულ ამოუცნობ ხასიათს და არაპროგნოზირებადობას? აღმოჩნდა, რომ ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს დიდწილად იმას, თუ როგორი სახის იმიჯით სარგებლობს ადამიანი გარშემო მყოფებში:
ტყუპი - ორსახოვანი და საოცრად ნიჭიერი ტყუპი, ძალზე ხშირად ხდება საზოგადოების მხრიდან გაკიცხვისა და მითქმა-მოთქმის ობიექტი. მიზეზი კი ამისა, მისი არაპროგნოზირებადი, ცვალებადი ხასიათია. ტყუპი ცნობისმოყვარეა. ამიტომ ხშირად ტოვებენ დაწყებულ საქმეებს შუა გზაზე და არც დიდად დარდობენ იმაზე, რომ ამით მათი რეპუტაცია დაზარალდება. ისინი ბავშურად, აღტაცებით უყურებენ სამყაროს და ცდილობენ ცხოვრებისგან მიიღონ მეტი და მეტი ახალი ემოცია.
მშვილდოსანი - ბავშვურად ლაღი, მხიარული, თუმცა კი არასტაბილური და მოუსვენარი ადამიანების ზოდიაქოა. მშვილდოსნები რისკის მოყვარულები არიან. ხშირად ცვლიან გეგმებს და შეუძლიათ წამის მეასედში გადაწყვიტონ ქვეყნის დასალიერში წასვლა. სასიყვარულო ახირებების გამო, ძალა შესწევთ ეჭვქვეშ დააყენონ საკუთარი რეპუტაცია და სახელი.
მერწყული - ჩამოთვლილთაგან ყველაზე მაღალი დონის ექსცენტრიკია. მერწყული არის თავად ორიგინალობა. იგი არასოდესაა ისეთი როგორიც ბრბო. ამიტომ ყველაზე მეტად ის სწყინს, თუკი ვიღაცას შეადარებენ. მერწყულები გამოკვეთილი ინდივიდუალისტები არიან. ხშირად აგდებენ საზოგადოებას შოკში საქციელით, გამონათქვამებით ან ჩაცმულობით.