ზოდიაქოს სამი ყველაზე მოსიყვარულე ნიშანი

ზოდიაქოს სამი ყველაზე მოსიყვარულე ნიშანი

უპრობლემოდ, ღიად გამოვლინება ყველა ჩვენგანს როდი ხელეწიფება. ადამიანებს ზოგჯერ გულით სიყვარული დააქვთ, თუმცა ამის საჯაროდ აფიშირების ან რცხვენიათ, ან ერიდებათ. თუმცა არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთათვისაც სიყვარულისა და ნაზი გრძნობების აქტიურად გამოვლინება სულაც არ არის ძნელი. უფრო პირიქით, მათთვის ეს ბუნებრივი მდგომარეობაა. ამიტომაც არიან ისინი ყველაზე მოსიყვარულეთა შორის.

კირჩხიბი - მთვარე, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, კირჩხიბს ქალური ენერგეტიკით აჯილდოებს. რაც იმას ნიშნავს, რომ კირჩხიბები ზოგადად ძალზე მოსიყვარულეები და გულსათუთები არიან. ამ ნიშნის როგორც მამაკაცი, ისე ქალი წარმომადგენლები დაჯილდოებულნი არიან სიყვარულის გამოხატვის უსაზღვრო ნიჭით და ხშირად თავსაც კი აბეზრებენ ახლობელ ადამიანებს ზრუნვითა და ყურადღებით.

სასწორი - მოფერება, ჩახუტება, კოცნა - პლანეტა ვენერას მიერ მართული სასწორის ზოდიაქოსთვის ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ აუცილებელი ჟანგბადია. სასწორები აღმერთებენ გულითად საუბრებს და სითბოს გამოხატვას სხვადასხვა მეთოდით. მათ სძულთ აგრესია და უხეშობა. ყველა სასწორი ისწრაფვის ჰარმონიისა და კომფორტისკენ. ამიტომ მათი უმეტესობა მომხრეა არასოდეს იყოს შუღლი და კონფლიქტი ადამიანებს შორის. ისინი მარტივად გამოხატავენ საკუთარ ემოციებს და ყოველთვის ძალდაუტანებლად შეუძლიათ დააფიქსირონ სახალხოდ ვინმეს მიმართ საკუთარი სიყვარული.

თევზები - ნეპტუნისა და იუპიტერის მმართველობაში მყოფი თევზები, საოცრად გულჩვილები, თანამგრძნობები და გულუხვები არიან. ამ ადამიანებს უყვართ სხვებზე ზრუნვა და სითბოს გამოხატვა არასოდეს ეძნელებათ. ისინი ყოველთვის შედიან გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობაში და მუდამ მზად არიან დაეხმარონ უანგაროდ სხვას. თევზები თავგანწირული ნიშანია. სიყვარულის სახელით ამ ხალხს დიდი მსხვერპლის გაღების უნარი აქვს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?