ყველაზე ამორალური ქალები, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: მოხვდით მათში?

ყველაზე ამორალური ქალები, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: მოხვდით მათში?

იმის მიხედვით თუ კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშნით მოევლინენ ქვეყანას, სხვადასხვა ტიპისანი არიან. თუმცა მათ შორისაც არსებობს კონკრეტული კლასიფიკაცია, რომლის მიხედვითაც ასტროლოგები ე.წ. "სექსუალურად აქტიურ" და "პასიურ" ტიპაჟებს გამოყოფენ. თუმცა, დამეთანხმებით, ხშირ შემთხვევაში, ტემპერამენტი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქალი ბუნებით მოღალატეა. ზოგადად კი სუსტი სქესის წარმომადგენლებში, პოლიგამიისადმი მიდრეკილება და პარტნიორების ხშირი ცვლა სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. ზოგ შემთხვევაში ეს ქარაფშუტობაა, ზოგჯერ მომგებიანი სპონსორის ძიების მომენტი, ხან კი უბრალოდ სურვილი თავი მუდმივად სასურველად და ლამაზად იგრძნოს – ე.წ. "ნარცისიზმი".

არსებობს დაუზუსტებელი, თუმცა საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა იმის თაობაზე თუ კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ქალები შეადგენენ "უძველესი პროფესიის" წარმომადგენელთა ძირითად ნაწილს. როგორც გაირკვა, ამ მხრივ სამი ზოდიაქოს ნიშანი ლიდერობს. ესენია – ქალწული, მერწყული და სასწორი. როგორც გაირკვა, ქალწულები ძირითადად მატერიალური მოტივაციის კარნახით კავდებიან ამ საქმით. სასწორებს ზედმეტი ხათრიანობა და "არას თქმის უუნარობა" ღუპავთ, ხოლო მერწყულს მსგავსი ნაბიჯის გადასადგმელად მრავალფეროვნების სიყვარული უბიძგებს.

Astrologia

ალბათ უცნაურია ის ფაქტი, რომ სიაში არ მოხვდა ისეთი სექსუალური და ტემპერამენტიანი ზოდიაქოს ნიშანი როგორიც მორიელია, არადა საყოველთაოდ ცნობილია ქალი მორიელების სექსუალური შარმის შესახებ. თუმცა, თუკი მორიელის ბუნებას დავაკვირდებით, მიზეზს მარტივად ვიპოვნით. ქალი მორიელი (ისევე როგორც ამ ნიშნის მამაკაცი წარმომადგენელი) ამქვეყნად ყველაზე მეტად აფასებს ერთგულებას . ამასთან ერთად, მორიელს არ შეუძლია სექსით დაკავდეს უემოციოდ, მხოლოდ და მხოლოდ გამორჩენის ან ინტერესის მიზნით.

Astrologia

მკაცრი მორალური პრინციპებით, დიდი თავშეკავების უნარით და ფსიქოლოგიური მდგრადობით გამოირჩევიან მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშანშის ქალები - კერძოდ კუროები და თხის რქები, ასევე წყლის ნიშანი - კირჩხიბი. მათთვის ოჯახი უდიდესი ფასეულობაა, ასეთი ქალი იშვიათად იცვლის პარტნიორს და მის მიმართ ხანგრძლივი ერთგულების უნარიც გააჩნია.

Astrologia

რაც შეეხება ჰაერის სტიქიის წარმომადგენელს ტყუპს და კიდევ ერთ მუტაბელურ ე.წ. ცვალებად ნიშანს თევზებს, მათი უმრავლესობა ფიზიკურზე მეტად, ვერბალური კომუნიკაციის მოყვარულია. ამიტომ ასეთ ქალს "საფლირტაო ობიექტების" დიდი სია აქვს. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ყველა მათგანთან ექნება ინტიმური ურთიერთობა. ხშირ შემთხვევაში ეს უბრალოდ უწყინარი ფლირტია და სხვა არაფერი.

Astrologia

დაბოლოს, განვიხილოთ ცეცხლის სტიქიის ქალბატონები - ვერძი, ლომი და მშვილდოსანი. ასეთი ქალი გამუდმებით დაეძებს ახალ-ახალ სასიყვარულო ავანტურას და არცთუ იშვიათად ხდება სხვისი ოჯახის დანგრევის მიზეზი.

ამასთან ერთად, სიყვარული მათთვის თავისებური ბრძოლის ველია, სადაც რადაც არ უნდა დაუჯდეთ გამარჯვებული უნდა გამოვიდნენ.

Astrologia

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?