პასუხისმგებლობას სხვადასხვაგვარად ეკიდებიან. ვიღაცისთვის თუ ბავშვის აღზრდა უდიდესი ტვირთი და მოვალეობაა, სხვა ამ ყველაფერს მარტივად უყურებს და ნაკლებად იღლის თავს იმაზე ფიქრით რამდენად სწორად ახერხებს საკუთარი ნაშიერის აღზრდას. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც საოცრად მარტივად ეკიდება მშობლის მოვალეობებს და მისი ურთიერთობა ბავშვებთან ხშირად მეგობრული უფროა, ვიდრე დედა/მამა-შვილური.
ტყუპი - ჰაერის ნიშანია. ამიტომ პასუხისმგებლობებს ზოგადად ცოტა ზედაპირულად ეკიდება. მშობლის როლი მისთვის ერთგვარი გასართობია. ტყუპი ბავშებთან ერთად მშვენივრად ახერხებენ გართობას იმიტომ რომ, მათში მუდამ ცოცხლობს ინფანტილური დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ისინი იშვიათად იჩენენ სიმკაცრეს შვილებთან და ყოველთვის ცდილობენ პატარებს მეტი გონებრივი განვითარების საშუალება მისცენ.
მშვილდოსანი - იმ მშობელთა რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც პატარები უბრალოდ აღმერთებენ. მშვილდოსანი დედა ან მამა არასოდეს მოუწოდებს შვილებს წესრიგისკენ. უყვარს ბავშვებთან ერთად პიკნიკის და ხანგრძლივი თამაშობების ორგანიზება. არასოდეს უშლის შვილს სახლში მოიყვანოს უპატრონო ცხოველი. ბავშვები მშვილდოსან მშობელს პატივს სცემენ გულუხვობის, ოპტიმიზმისა და მხიარული ხასიათის გამო.
მერწყული - საკუთარი შვილების მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორც ზოგადად ცხოვრების მიმართ, მერწყული მათ შეისწავლის როგორც ინდივიდებს. ამიტომ იგი არასოდესაა მკაცრი მშობელი და ცდილობს ბავშვისთვის პირველ რიგში მეგობარი იყოს და მერე დედა ან მამა. მერწყულები საკუთარ შვილებს არასოდეს უზღუდავენ არჩევანის თავისუფლებას და მაქსიმალურად უწყობენ ხელს მასში პიროვნული ინდივიდუალიზმის გამოვლინებას.