რომელიც დედა-შვილური ურთიერთობების კვლევის საინტერესო კერძო პრაქტიკას აწარმოებს, საინტერესო დასკვნამდე მივიდა. მან აღმოაჩინა, რომ არიან კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები, რომელთაც ყველაზე ხშირად ახასიათებთ შვილებთან მიმართებაში დესპოტური დამოკიდებულება, რასაც ხშირად ბევრი მათგანი ვერც კი ანცნობიერებს ჯეროვნად... აქედან გამომდინარე, თუკი თქვენი თავი ქვემოთ ჩამოთვლილთა სიაში აღმოაჩინეთ, სასურველია, გულდასმით გადახედოთ შვილებთან თქვენს ურთიერთობას...
ვერძი 94% - როგორც წესი, ბავშვებთან მიმართებაში სიმკაცრით გამოირჩევა. ხშირად სჯის ხოლმე შვილებს ფიზიკურად. არ ანებივრებს მოფერებით და ცდილობს ისინი დამოუკიდებლები გაიზარდონ.
თხის რქა 88% - ემოციურად ცივი დედაა, იშვიათად ახერხებს შვილებთან ღია კომუნიკაციას. მოითხოვს, რომ ბავშვებმა ტრადიციებსა და ოჯახის წესებს სცენ პატივი.
მორიელი 82% - იშვიათი სიმკაცრით გამოირჩევა, ნაკლებად აქებს თავის შვილებს ხმამაღლა. არის ეჭვიანი დედა და ცდილობს ბავშვებს ყველა ნაბიჯი გაუკონტროლოს. მანიპულირებს მათი ემოციებით დიდ ასაკშიც კი.
მერწყული 78% - დანარჩენი დედებისგან განსხვავებით საკმაოდ ლოიალურია, თუმცა ემოციურად ცივი და ბავშვებთან ნაკლებად აქვს ხოლმე დედაშვილური დამოკიდებულება. ხშირად თავს არიდებს პასუხისმგებლობებს და ცდილობს შვილების გაზრდა ვინმე სხვას გადააბაროს.