რომ ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათის დაფარული თვისებები, ანუ საკუთარი ბუნების "ცხოველური ნაწილი", რომელსაც ყველა ასე თუ ისე აკონტროლებს. თუმცა, აგრესიის გამოვლინებაში ზოგს ხელს მორალი, ტემპერამენტი ან აღზრდის თემაც უშლის ხელს. დღეს გვინდა საინტერესო ექსპერიმენტის შესახებ გიამბოთ, რომელიც ამერიკელმა ასტროლოგებმა ჩაატარეს პენიტენციალური სისტემის ბინადრებზე დაკვირვებით. მათ გამოიკვლიეს განსაკუთრებით საშიში ტუსაღების ნაწილი, რათა დაედგინათ, თუ პროცენტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე სახიფათო ადამიანები. შედეგი მართლაც მოულოდნელი და საინტერესო აღმოჩნდა.
სისასტიკისა და აგრესიისკენ მიდრეკილ ნიშნებს შორის აღმოჩნდნენ ვერძის, ლომის, მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანები. თუმცა, მათ უფრო აფექტის სტადიაში ჩადენილი დანაშაული გამოარჩევთ სხვებისგან.
გაცილებით უფრო გააზრებულად არიან მიდრეკილნი სისასტიკის ჩადენისკენ კუროს, თხის რქის, მორიელის, მერწყულისა და ქალწულის ნიშნით დაბადებული პატიმრები.
გარემოებათა გავლენით ჩადიან დანაშაულს ადამიანები, რომელნიც სასწორის, კირჩხიბის და თევზების ზოდიაქოს ნიშანზე მოევლინენ ქვეყანას.
ხოლო განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს შორის ლიდერობის პატივი ერთი შეხედვით უწყინარ და არასერიოზულობით განთქმულ ნიშანს ერგო. ეს გახლავთ ტყუპი. როგორც ასტროლოგებმა დაადგინეს, ტყუპი გასაოცარი გამჭრიახობით გამოირჩევა და შესაშური ოსტატობით გეგმავს ყველაზე სასტიკ დანაშაულსაც კი. ამასთან ერთად, ის არ განეკუთვნება სენსიტიური ადამიანების რიცხვს, რის ხარჯზეც არც სინდისის ქენჯნით იკლავს მაინცდამაინც თავს დაპატიმრების შემთხვევაში.