ზოდიაქოს ყველაზე ჭკვიანი მამაკაცები

ზოდიაქოს ყველაზე ჭკვიანი მამაკაცები

გენეტიკა და აღზრდა განაპირობებს. თუმცა არსებობენ თანდაყოლილი ინტელექტის მქონე ინდივიდებიც, რასაც რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მჭიდრო კავშირი აქვს ასტროლოგიასთან. ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე ნებისმიერი ადამიანი სხვადასხვაგვარად აზროვნებს. ამიტომ თორმეტი ნიშნიდან ასტროლოგები გამოირჩევით გონიერ ადამიანებსაც უშეცდომოდ ასახელებენ. მით უმეტეს, როცა საქმე ძლიერ სქესს ეხება...

ტყუპი - პლანეტა მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, ტყუპის ნიშნით დაბადებულ მამაკაცს ანიჭებს განუზომელ გამჭრიახობას, ლამაზად საუბრის უნარს და ნებისმიერ საკითხში წამის უსწრაფესად გარკვევის ნიჭს. მამაკაცი ტყუპი გამოირჩევა ბასრი ენით და საოცარი მოქნილობით ურთიერთობაში. იგი არის შუამავლობისა და მოლაპარაკებების დიდოსტატი, შეუძლია ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან მარტივად დაიძვრინოს თავი.

ქალწული - მერკურით მართულ კიდევ ერთ ზოდიაქოს ნიშანს - ქალწულს, კოსმოსმა ტყუპისგან განსხვავებით გაცილებით უფრო მეტი სიღრმე და დაკვირვებულობა უბოძა. ქალწულის ნიშნით დაბადებული მამაკაცი შედარებით ასოციალური, მაგრამ გაცილებით უფრო გონიერია. მას გააჩნია დეტალიზაციის უნარი, წვრილმანებში გარკვევის ნიჭი და შესაშური მოთმინება, როცა საქმე ინტელექტუალურ პაექრობას ეხება. ქალწული მამაკაცი რაციონალური გონებითა და სიდინჯით გამოირჩევა. იგი ნაკლებად ტრაბახობს საკუთარი გონებრივი შესაძლებლობებით იმიტომ რომ ბუნებით უზომოდ თვითკრიტიკულია, თუმცა თუკი მისი ახლოს გაცნობის საშუალება მიეცემა, ნებისმიერი ქალი უპირობოდ მოიხიბლება მისი ინტელექტით.

მერწყული - პლანეტა ურანი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს განაპირობებს იმას, რომ მერწყულის ნიშნით დაბადებული მამაკაცები ორიგინალური აზროვნებით გამოირჩევიან. მერწყულს უნარის აქვს გაუსწროს დროს და განსაკუთრებული განათლების გარეშეც გააოცოს საპირისპირო სქესის წარმომადგენლები საკუთარი გონებრივი მონაცემებით. მამაკაცი მერწყულები ნოვატორები და ნებისმიერი იდეის გენერატორები არიან. მათ უმეტესობას გააჩნია უნარი ინტუიციურად წინ გაუსწორს მოვლენებს და პოტენციურ პარტნიორთან ურთიერთბების სამომავლო პერიპეტიებიც კი დაინახოს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?