2026 წელი არ იქნება უბრალოდ მორიგი კალენდარული ციკლი. ეს არის გარდამტეხი პერიოდი, სადაც ძველი ორიენტირები აღარ მუშაობს და რეალობა ელვისებურად იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლური კალენდრით ცეცხლოვანი ცხენის წელი ოფიციალურად 17 თებერვალს იწყება, მისი მკაცრი და მომთხოვნი ენერგია უკვე იგრძნობა.
ასტროლოგებმა გამოყვეს 10 კონკრეტული თარიღი, რომელთაც 2026 წელს ნამდვილი გამოცდა და ბედისწერის შემობრუნება ელით.
22, 23, 24 და 25 იანვარი
ამ დღეებში დაბადებულებს წელიწადნახევრიანი ტრანსფორმაციის ციკლი ეწყებათ. სტაბილურობის განცდა გაქრება, ძველი სქემები კი მუშაობას შეწყვეტს. კულმინაცია ივლისის დასაწყისში გელოდებათ – ეს შეიძლება იყოს ახალი შემოთავაზება, სტატუსის შეცვლა ან საბედისწერო შეხვედრა. მთავარია, გადაწყვეტილებები ცივი გონებით მიიღოთ.
17 თებერვალი
თქვენთვის 2026 წელი ცხოვრებისეული კურსის გადაფასების დროა. მოგიწევთ გულწრფელად აღიაროთ, რამდენად მოგწონთ ის, რასაც აკეთებთ. მოსალოდნელია სირთულეები წლის დასაწყისში, თუმცა გაზაფხულიდან ყველაფერი დალაგდება. ქალებმა განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ მამაკაცებთან ურთიერთობაში – ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
3 მარტი
ამ თარიღში დაბადებულებს გარემოცვის "გენერალური დასუფთავება" გელით. თქვენი ცხოვრებიდან წავლენ ადამიანები და სიტუაციები, რომლებმაც საკუთარი თავი უკვე ამოწურეს. მათ ადგილს კი სრულიად ახალი იდეები და ენერგია დაიკავებს.
21 მარტი
შესაძლოა მარტოობისა და გაუცხოების განცდა დაგეუფლოთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია, არ აჰყვეთ სხვის აზრს და არ ჩაებათ კონფლიქტებში, რომლებიც ჭორებზეა დაფუძნებული. ივლისისთვის მდგომარეობა გამოსწორდება და ეს სირთულეები დიდ შინაგან ზრდას მოგიტანთ.
25 მარტი
თქვენ სრულიად ახალ რეალობასთან შეგუება მოგიწევთ. მოსალოდნელია ცვლილებები სამსახურში, პირად ცხოვრებაში ან მსოფლმხედველობაში. სამყარო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენი ჭეშმარიტი ადგილი გაპოვნინოთ.
26 მაისი
თქვენთვის 2026 წელი კომფორტის ზონიდან გასვლის წელია. ძველი შეზღუდვები ძალას დაკარგავს. ეს პერიოდი არ იქნება მშვიდი, თუმცა შედეგი, რომელსაც მიაღწევთ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.
27 ივლისი
თქვენ ახალი რეალობის ფორმირების ზღურბლზე დგახართ. მოსალოდნელია მოულოდნელი შემოთავაზებები და პრიორიტეტების სრული შეცვლა. არ გაუშვათ შანსები, რომლებიც სპონტანურად გამოჩნდება – სწორედ მათ შეუძლიათ თქვენი ცხოვრების ხარისხიანი ნახტომი უზრუნველყონ.
ასტროლოგის დასკვნა: ცეცხლოვანი ცხენის წელი არ აიტანს ნახევრად გაკეთებულ საქმეებს. ის აჯილდოებს მათ, ვისაც არ ეშინია სიახლეების. განსაკუთრებით კი მათ, ვინც ამ 10 თარიღში დაიბადა – მათთვის ყოველი არჩევანი საბედისწერო იქნება.