ვერძი
ეცადეთ ძალა მოიკრიბოთ და ახალი საქმის კეთებას ახალი ენერგიით შეუდგეთ. ხელსაყრელი დღეა ახლობელ ადამიანებთან ერთად გართობისა და დასვენებისთვის. დილით საოჯახო საქმეები ან პირადი პრობლემები გელით. უსიამოვნო ამბავს ვითარება უკიდურესად დაძაბოს. საღამოს მოსალოდნელია სირთულეები ბავშვებთან ურთიერთობაში ან ჩხუბი მეუღლეებს შორის.
კურო
ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, გაგიმართლოთ და იმ პრობლემის გადაჭრა შეძლოთ, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში არ გტოვებთ. თუ თქვენი ქმედებები მომხდარის რეალურ შეფასებას ეყრდნობა, აღიარება და წარმატება უზრუნველყოფილი გაქვთ. საყვარელი ადამიანი ყველაზე რთულ დროს დაგეხმარებათ და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით მის ერთგულებაში.
ტყუპები
საშიში დღეა, რომელსაც მოჩვენებითი წარმოდგენები, ცრუ დაპირებები და მოტყუება ახლავს. მოსალოდნელია უსიამოვნო ამბავი და მასთან დაკავშირებული ნერვიულობა. ერიდეთ სიბნელეში მარტო დარჩენას და სარკეში ჩახედვას. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან - ახლა ამისთვის არახელსაყრელი დროა. ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხს - არსებობს შემთხვევითი მოწამვლის შესაძლებლობა.
კირჩხიბი
ამ დღეს, სავარაუდოდ, რომელიღაც პირადი პრობლემების გადაჭრას შეძლებთ, მაგრამ ერთი ნაბიჯითაც ვერ მიუახლოვდებით ოცნებას, რომელზეც მთელი ცხოვრება ფიქრობთ. თუ თქვენი ქმედებები მომხდარის რეალურ შეფასებას ემყარება, წარმატება და აღიარება უზრუნველყოფილი გექნებათ.
ლომი
მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული მოქმედებები მნიშვნელოვან შედეგებს მოგიტანთ. ეს დღე ხელსაყრელია ფიზიკური აქტივობისა და ჯგუფური ღონისძიებებისთვის, სადაც რა თქმა უნდა, გამარჯვებული იქნებით. ოჯახურ ურთიერთობებში სირთულეები ან პარტნიორებთან უთანხმოება გელით. ეცადეთ წყენა დაივიწყოთ და გადაწყვეტილებები მშვიდად და ემოციების გარეშე მიიღოთ.
ქალწული
არახელსაყრელი დღეა. ოჯახურ ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები და პარტნიორებს შორის უთანხმოება. ამ დღის უარყოფით ტენდენციებს მხოლოდ წინდახედულება და რეალობის ობიექტურად შეფასება შეამცირებს. ვარსკვლავები ქალებს აფრთხილებენ სასიყვარულო ურთიერთობის მოსალოდნელი დასრულების შესახებ აფრთხილებენ.
სასწორი
ფიქრისა და განსჯის დღეა. სასურველია, დილიდან ფიზიკური აქტივობით და სპორტით დაკავდეთ და სუფთა ჰაერზე ისეირნოთ. ამ დღეს სხვა ადამიანების რჩევები ნაკლებად უნდა გაითვალისწინოთ და არც დახმარებას უნდა ელოდოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ნელ-ნელა მოწესრიგდება, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ თქვენი რჩეული დაუფიქრებელი სიტყვით არ გაანაწყენოთ.
მორიელი
მორიელებს, რომლებსაც გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და მოქმედება შეუძლიათ, წარმატებული დღე ელით. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში ვინმესთვის გულის გადაშლა და საკუთარ პრობლემებზე საუბარი მოგინდეთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამან შეიძლება უფრო დიდი პრობლემები მოგიტანოთ. ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი. გამორიცხული არ არის პირად ცხოვრებაში ნეგატიური ცვლილებები.
მშვილდოსანი
სავარაუდოდ, ამ დღეს გაგიმართლებთ და პირადი ცხოვრების რომელიღაც პრობლემის გადაჭრას შეძლებთ, რომელიც დიდი ხანია, მოსვენებას არ გაძლევთ. ვარსკვლავები აღიარებას და წარმატებას გპირდებიან, თუ თქვენი ქმედებები გულწრფელ გრძნობებზე და საკუთარი სიმართლის რწმენაზეა დაფუძნებული.
თხის რქა
არახელსაყრელი დღეა. სამწუხაროდ, თქვენი ძალისხმევა სასურველ შედეგს არ მოიტანს. გირჩევთ შეამციროთ ყველანაირი ურთიერთობა და მთლიანად გამორიცხოთ ახალი ნაცნობობა. მოსალოდნელია ოჯახურ ურთიერთობებში სირთულეები ან პარტნიორებთან უთანხმოება. ვარსკვლავები ვერძის ან ტყუპების ნიშნით დაბადებული ადამიანის მხრიდან მომდინარე საფრთხის შესახებ გაფრთხილებენ.
მერწყული
ამ დღეს სხვადასხვა ბიზნესოპერაციებში წარმატება გელით, თუმცა დიდი ფინანსური შემოსავლის იმედი არ უნდა გქონდეთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს. სავარაუდოდ, ბედი მოსალოდნელი უსიამოვნების შესახებ გაფრთხილებთ.
თევზები
პასიური დღეა. გირჩევთ ბიზნესში ნაკლები იაქტიუროთ და ზოგადად, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გადაწყვეტილების მიღების დროს, ეცადეთ თქვენთვის დამახასიათებელი სიბრძნე და გამძლეობა გამოიჩინოთ. მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევები, რომლებიც დიდ განსაცდელს აგარიდებთ. ეცადეთ თხოვნის შესრულებაზე უარი არავის უთხრათ.