ავტორი:

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - "უამ­რა­ვი სიახლე გე­ლით, გაგეზრდებათ შემოსავალი..."

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - "უამ­რა­ვი სიახლე გე­ლით, გაგეზრდებათ შემოსავალი..."

2020 წელს უამრავი აღმოჩენა გელით. საკუთარ ძალებს სხვადასხვა სფეროში მოსინჯავთ. შეძლებთ ძველი სურვილების რეალიზებასაც. მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ვალდებულებებს, ახალ პროექტებს. თებერვალი სიურპრიზებითა და პოზიტივით იქნება აღსავსე. მეტად დააკვირდით დეტალებს, წვრილმანებს. წლის მბრძანებელი ვირთხა ყველა წამოწყებაში შეგიწყობთ ხელს.

გააუჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთნ. მოერიდეთ კონფლიქტს წვრილმანების გამო. ზოგიერთს საშუალება მიეცემა პირადი ბიზნესი დაიწყოს/განავითროს. გაზრდილი შემოსავალი საშუალებას მოგცემთ, რომ იმოგზაუროთ. ნათესავებთან ერთად გაემგზავროთ საზღვარგარეთ. სხვათა შორის, ბავშვები და მშობლები ახალ-ახალი იდეებით აგავსებენ. გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ჰობისთვის, მეგობრებთან ერთად გართობისთვის.

ზაფხული საინტერესო მოვლენებით იქნება აღსავსე. ივლისში შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელსაც მომავალში ბედს დაუკავშირებთ

სიფრთხილე და დაკვირვება გმართებთ მგზავრობისას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მეტად დაისვენეთ და არ ინერვიულოთ იმ წვრილმანების გამო, რომლებსაც მარტივად მოაგვარებთ.

არ გამოაკლდეთ წვეულებებს. შეხვდით საინტერესო ადამიანებს, ხშირად მოიწყვეთ რომანტიკული პაემანი. ზოგიერთი ნაცნობობა მეგობრობაში გადაიზრდება, ზოგიც სასიყვარულო კავშირში. საღამოებსა და ელიტურ წვეულებებზე გაიცნობთ ისეთ ხალხს, ვინც კარიერულ წინსვლაში შეგიწყობთ ხელს. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგია ვარჯიში, ცურვა, დაიწყეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება, უარი თქვით მოწევაზე.

სიყვარულისა და ოჯახური ცხოვრების პროგნოზი 2020 წლისთვის

პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, წარმატებული წელი გელით. მარტოხელებს იღბალი მშვენიერ პიროვნებას შეგახვედრებთ. ხშირად განაახლეთ გარდერობი, შეიცვალეთ იმიჯი. საყვარელ ადამიანს ხშირად უნდა გამოუტყდეთ გრძნობებში. სამსახურის საქმეებისა და ვალდებულებების გამო, ნუ გადადებთ პირად შეხვედრებს.

დაოჯახებულების ცხოვრებაში სიმშვიდე და აურზაური ხშირად შეცვლის ერთმანეთს. მთავარია, დროზე გამოასწორთ შეცდომები და არ გაამწვაოთ სიტუაცია. მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან ერთად, მოაწყვეთ პიკნიკები, განაახლეთ ოჯახური ტრადიციები. ეცადეთ, მეუღლე ეჭვებით არ გააწამოთ და ნურც ჯაშუშობას დაუწყებთ.

მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. ეცადეთ, ახალგაცნობილის გარეგნობას კი არა, მის შინაგან სამყაროს მიაქციოთ ყურადღება. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, ის არ გიღალატებთ.

გამორიცხული არაა დაძაბულობა ნათესავებთან. თაობათა - ბაბუა-მამა-შვილიშვილების - გაურკვევლობა. უსიამოვნებები მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო საკითხების გამოც. ეცადეთ, ვირთხის წელში გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისა და მოძველებული შეხედულებებისგან.

კარგი წელია მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. აუცილებლად მიაჩვიეთ ბავშვები საოჯახო საქმეების შესრულებას. ხშირად მიიპატიჟეთ შინ ნათესავები. ზაფხული ზღვაზე გაატარეთ, დაისვენეთ და ჯანმრთელობაზეც იზრუნეთ. ზოგიერთი კოტეჯის ან აგარაკის აშენებაზე დაფიქრდება.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი ვერძებისთვის

თუ ავანტიურისა და სარისკო საქმიანობისგან შორს იქნებით, კარიერული წინსვლა გარანტირებული გაქვთ. სამსახურში მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. ჯერ დამშვიდდით, დაფიქრდით და მერე მიიღეთ გადაწყვეტილება. ვირთხის წელში მეტად უნდა გამოავლინოთ ინიციატივა, რათა მოიცილოთ არაკეთილისმსურველები და კონკურენტები.

შემოდგომაზე მეტი დრო დაუთმეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას. დიდი ფულის გამომუშავების სურვილმა და კარიერულმა ბრძოლამ შეიძლება მარტოობისა და დეპრესიისკენ გიბიძგოთ. თუ უკვე გყავთ საყვარელი მანდილოსანი, ეცადეთ მეტად გაანებივროთ ყურადებითა და მზრუნველობით.

დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ ოჯახის, მეუღლის გვერდით. არანაირი გვერდითი რომანტიკა და ფლირტი. წინააღმდეგ შემთხვევაში განქორწინება და ნაქირავებ ბინაში გადასვლა არ აგცდებათ.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალბატონი ვერძებისთვის

დატვირთული იქნებით სამსახურშიც და ოჯახშიც. იყავით მიზანმიმართული და ეცადეთ, არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან, რომელიც გამარჯვებისკენ მიგიყვანთ. გაგიადვილდებათ კონტაქტების დამყარება უცხოელ პარტნიორებთან. კარგ შედეგებს მოგიტანთ მივლინება, გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმება. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს

მეტი დრო გაატარეთ ოჯახში, იყავით მოსიყვარულე მეუღლისა და შვილებისადმი. ნუ ეჩხუბებით მათ, ეცადეთ, მოუსმინოთ და გაუგოთ. ზოგიერთ შემთხვევაში სიტუაციას იუმორი განმუხტავს.

მარტოხელა ვერძი ქალბატონები ხშირად უნდა გახვიდეთ საზოგადოებაში, ჩაერთეთ საზოგადო საქმეებში და აუცილებლად შეხვდებით გულის სწორს. შეგიძლიათ სპორტდარბაზში ან აუზზე ჩაეწეროთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას.

2020 წლის ფინანსური პროგნოზი

წლის დასაწყისშივე დაგეგმეთ ბიუჯეტი და ეცადეთ, იგივე გააკეთოთ ყოველ თვეში. ასე უფრო აირიდებთ თავიდან დაუგეგმავ ხარჯებს. შემოდგომაზე მოულოდნელ თანხას მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს მოგება ან მემკვიდრეობა. ნუ დაივიწყებთ მოხუც ნათესავებს. წლის მმართველი მათზე მზრუნველობისკენ მოგიწოდებთ.

ზამთრის ბოლოს და თებერვალში სასიამოვნო და სასარგებლო შოპინგი გელით. სასურველ ნივთებს დიდი ფასდაკლებით შეიძენთ. მარტში საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. მეგობრებისგანაც კი. ფინანსური პრობლემები არ გელით და შეგიძლიათ თამამად იმოქმედოთ. უფრთხილდით რასიკო ქმედებებს. დაუფიქრებელმა ნაბიჯმა შეიძლება ფულიც დაგაკარგვინოთ და მეგობრებიც. მაისსა და ივნისში არ დაკარგოთ მოთმინება, არ მოადუნოთ ყურადღება.

ზაფხულში ბავშვები და ნათესავები გაანებივრეთ მზრუნველობითა და სიურპრიზებით. სხვათა შორის, ბავშვებზე იმაზე მეტი ხარჯის გაწევა მოგიწევთ, ვიდრე ვარაუდობდით. ნუ გამოეკიდებით "თეთრებს". მათი ბედნიერება უფრო ძვირფასი უნდა იყოს თქვენთვის. შემოდგომაზე მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ და შვებულების გატარებასაც შეძლებთ და სადღესასწაულო დღეებსაც მდიდრულად გაატარებთ.

2020 წლის კარიერის პროგნოზი

წარმატება გელით, როგორც სამსახურში, ისე კერძო ბიზნესში. კომერციული გზა მარტივი არაა, მაგრამ გამარჯვების მიღწევა თქვენი მთავარი მისიაა. მთავარია, არავის გადააბაროთ თქვენი პრობლემების მოგვარება. თუ ახალი თანამდებობის მიღება გსურთ, მეტად უნდა გააქტიურდეთ.

კარგი პერიოდია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლადაც. გაზაფხულზე მიიღებთ იმის შედეგს, რაზე მუშაობასაც ზამთარში დაიწყებთ. თუ ფრხილად და დაკვირვებულად იმოქმედებთ, მცირე რისკიც დასაშვებია. უარი არ თქვათ ახალ შემოთავაზებასა და პროექტებზე, გამოცდილებას, ცოდნას მიიღებთ.

2020 წლის ჯანმრთელობის პროგნოზი

გაიძლიერეთ იმუნიტეტი. გაფრთხილდით, არ გაცივდეთ, მოერიდეთ ვირუსით დაავადებულ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტს. ზომიერად ივარჯიშეთ და დილაობით ირბინეთ. გაამდიდრეთ რაციონი ჯანსაღი საკვებით, ვიტამინებით.

ფიტნესი, ცურვა, თხილამურები - აი, რაც გჭირდებათ, რომ ფიზიკურად აქტიური და ჯანმრთელი იყოთ. სამუშაო დღის გრაფიკში შეიტანეთ დასვენება, ძილის ხარისხის გაუმჯობესება. მაქსიმალურად გაიუმჯობესეთ ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ამისათვის ღამის ძილი და ნაკლები ნერვიულობა გმართებთ. აკონტროლეთ ემოციები. კარგ შედეგს მოგიტანთ იოგა და მასაჟი. აგრესიასაც ეშველება და ფიქრებსაც დაირეგულირებთ. მეტი დრო უნდა გაატაროთ სუფთა ჰაერზე, იმოგზაურეთ. შეზღუდეთ ცხიმიანი საკვების მიღება. შეხედეთ საკუთარ თავს გვერდიდან - გირჩევთ წლის მმართველი.

რა ელით ვერძებს თვეების მიხედვით

იანვარი - თუ საქმეებს გააკონტროლებთ, მშვენიერ შედეგებს მიიღებთ.

თებერვალი - ცოტა დასვენება არ გაწყენთ.

მარტი - ამ თვეში კი აქტიურად უნდა ჩაერთოთ მუშაობაში. თუმცა, ნურც ნათესავებს დატოვებთ ყურადღების გარეშე.

აპრილი - უმაღლესი მიღწევების თვეა.

მაისი - ნაყოფიერი და წარმატებული თვეა.

ივნისი - მოაწესრიგეთ საქმეები, ურთიერთობები, საკუთარი ცხოვრება.

ივლისი - სიფრთხილე გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას.

აგვისტო - იყავით ემოციურად თავშეკავებული.

სექტემბერი - კარგი თვეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

ოქტომბერი - დააკვირდით მოვლენებს პროფესიულ საქმიანობასა და პირად ურთიერთობებში.

ნოემბერი - მშვიდი და კომფორტული თვე გელით.

დეკემბერი - საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. ნაკლებად უნდა იყოთ შინ და მეტი დრო გაატაროთ საზოგადოებაში.

როგორი იქნება იდეალური საახალწლო ღამე ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2020 წელს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიან და წარმოუდგენლად გაუმართლებთ

"ბედნიერების პლანეტა" პოზიციას იცვლის - რომელ ზოდიაქოს ნიშნებს მოუტანს იღბალს 2020 წელი და რაში