ავტორი:

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - "რომანტიკული თავგადასავლებისგან თავბრუ დაგეხვევათ"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - "რომანტიკული თავგადასავლებისგან თავბრუ დაგეხვევათ"

მთელი წლის განმავლობაში ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს ფარული კამერით გიღებენ. ხშირად მოულოდნელად გაგიმართლებთ ხოლმე. ეს ეხება სამსახურსაც, სასიყვარულო თემასაც და მოგზაურობასაც. ერთი სიტყვით, ვირთხის წელიწადში სიამოვნება გელით. საქმიანი კუთხით მეტად დატვირთული იქნებით. ანალიზის, გააზრებისა და დეტალებზე დაკვირვების მოთხოვნა იზრდება.

არაფერზე არ ღირს ნერვიულობა. უმჯობესია, კარგად გაერკვეთ სიტუაციაში და იპოვოთ თქვენთვის მისაღები გამოსავალი. საყვარელი ადამიანის მცირე სიურპრიზიც კი შეიძლება ძვირად ღირებულ საჩუქრად მოგეჩვენოთ. ზაფხულსა და შემოდგომაზე საოჯახო საქმეებისა და ფინანსური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული.

მაქსიმალურად მოერიდეთ შურიან და ბოროტ ადამიანებთან ურთიერთობას. არავინ იცის, რა ხიფათს გადაგყრიან ისინი. განსაკუთრებით მოერიდეთ მათთან თქვენი პირადი ურთიერთობების განხილვას. შემოქმედებითი იდეების განხორციელებისას მეტი დაფიქრება გმართებთ, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის: მატერიალური კეთილდღეობა, თუ საზოგადოებრივი პოპულარობა?

წლის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში მიხვდებით, რომ ტყუილად არ გიშრომიათ. ჯილდოდ საჩუქრებსა და ფულს მიიღებთ. დაქორწინებულებმა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეუღლესთან და მის ნათესავებთან.

  • სიყვარულისა და ოჯახური ცხოვრების პროგნოზი 2020 წლისთვის

საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მზრუნველი უნდა იყოთ. დაანახეთ, რომ მის გვერდით ბედნიერი ხართ და ის თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანია. ხოლო, თუ საყვარელ ადამიანთან დაშორებას გადაწყვეტთ, ისე მოიქეცით, თითქოს არაფერი მომხდარა. ის თქვენს ცხოვრებაში არც არსებულა. გაგრძელეთ ცხოვრება ლაღად და - აქტიურად ახალი პარტნიორის მოძებნა. 2020 წელს ხშირად უნდა მოინახულოთ ნათესავები. განსაკუთრებით, ხანდაზმულები, რომლებიც თქვენს დახმარებას საჭიროებენ.

დაქორწინებულებს გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება მეუღლესთან. ზოგი ახალ ბინაში გადაწყვეტს გადასვლას და ზოგიც - საკუთარი სახლის აშენებას. მეუღლეები თუ საერთო ბიზნესში ჩაერთვებით, მეტად გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეთანხმებულად უფრო კარგად წარუძღვებით საქმებს. ქორწინებაში დიქტატორობას და კონსერვატიზმს არავინ გაპატიებთ. მეუღლის მიმართ მეტად მოსიყვარულე უნდა იყოთ. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭირებენ თინეიჯერობის ასაკში მყოფი ბავშვები. ზოგიერთმა შეიძლება საზღვარგარეთ გააგრძელოს სწავლა ან ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.

მარტოხელებს დაუვიწყარი შეხვედრა გელით. მოულოდნელ ადგილას, მშობლიური სახლიდან შორს, საბედოს შეხვდებით. იყავით გულახდილი ადამიანის მიმართ. ნუ გაიმეორებთ წარსულში ჩადენილ დანაშაულს. მოიცილეთ ადამიანი, რომელიც გიყენებთ, მასზე ფსიქოლოგიურად ხართ დამოკიდებული. გათავისუფლდით უსიამოვნო ფიქრებისგანაც.

ზაფხული და ზამთარი საუკეთესო სეზონებია მოგზაურობისთვის. შეგიძლიათ ზღვის პირას დაისვენოთ ან საზღვარგარეთ გაემგზავროთ. მშვენიერი დასვენება გამოგივათ. ახალდაქორწინებულ ქალწულებს იღბალი შვილით დააჯილოებს. შეიძლება ძმისშვილი ან დისშვილი გეყოლოთ, რომელზეც საკუთარი შვილივით იზრუნებთ. აი, აქ კი უნდა გაგაფრთხილოთ, ჯერ საკუთარ ბედნიერებაზე იფიქრეთ.

  • 2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი ქალწულებისთვის

მნიშვნელოვან საკითხებზე მოგიწევთ მუშაობა, რაც თქვენგან დამატებით ყურადღებასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ეცადეთ არ იწუწუნოთ. განსაკუთრებით საყვარელი ადამიანის თანდასწრებით. ზოგიერთი ახალ სფეროში გამოცდის საკუთარ თავს და ზოგიც კერძო ბიზნესს დაიწყებს. ფლირტისა და რომანტიკული თავგადასავლებისგან თავბრუ დაგეხვევათ.

კარგი წელი ელით მეწარმე ქალწულებს. განსაკუთრებით, ფინანსურ სფეროში. მატერიალურ დახმარებას მეგობრებისა და ნათესავებისგანაც მიიღებთ. ვირთხის წელიწადში განსაკუთრებით გაუმართლებთ სარეკლამო და შემოქმედებით სფეროში მომუშავეებს. იყავით დაკვირვებული და თვითკრიტიკული. კარგი წელია წარსულში დაწყებული პროექტების დასასრულებლადაც. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. განსაკუთრებით, თუ რალისტი კი არა, დამწყები მძღოლი ხართ.

  • 2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალბატონი სასწორებისთვის

მომხიბვლელი და ჭკვიანი ხართ. არა, ადრეც ასეთი იყავით, მაგრამ წელს უფრო მეტად გამოავლენთ თქვენს საუკეთესო თვისებებს. ახალი თაყვანისმცემლებიც გამოგიჩნდებიან და ძველებიც შეგახსენებენ თავს. თუ გათხოვება გაქვთ გადაწყვეტილი, არაფერი გიშლით ხელს. "თქვენს მამაკაცს" შეიძლება კურორტზე შეხვდეთ. ვნებიანი რომანი კი დაოჯახებით დაგვირგვინდეს.

2020 წელს წარმატება გელით პროფესიულ საქმიანობაში. დაფასდება თქვენი ნიჭიც და საქმისადმი თქვენი ერთგულებაც. იყავით მუდამ პირველი, მუდამ მზად სიახლეებისთვის და სირთულეების გადალახვისთვის. წლის ბოლოს, ზამთრის პირველ თვეში ან მოგზაურობას გადაწყვეტთ, ან ბინის და ავტომობილის შეძენას. ყველა საქმეში ხელი მოგემართებათ.

  • 2020 წლის ფინანსური პროგნოზი

თუ დროულად არ მოაგვარებთ ფინანსურ საკითხებს, სირთულეებს ვერ აირიდებთ. დროულად გადაიხადეთ ვალები, კრედიტები; გაერკვიეთ მცირე ნიუანსებში. ზოგიერთი საქმე შეიძლება სიზარმაცის ან გულგრილობის გამო მიატოვოთ. ეცადეთ, მეტი ენთუზიაზმით ჩაერთოთ ახალ პროექტებში.

თუ ფულის დაბანდებას აპირებთ ნივთებში, ეცადეთ, რომ ისინი ხარისხიანი იყოს. ეცადეთ, არ გადაიხადოთ იმაზე ძვირი, ვიდრე ნივთი რეალურად ღირს. სასურველია, დაიწყოთ ფულის დაგროვება "შავი დღისთვის". თუ ხვდებით, რომ საქმიანობა სათანადო ფულს არ მოგიტანთ, მასზე ენერგიას ნუღარ დახარჯავთ. გაზაფხულზე შემოქმედებითი იდეებით იქნებით აღსავსე. შესაძლოა, ახლობლები გამოფენის მოწყობაში დაგეხმარონ ან ზოგიერთმა საზღვარგარეთ მოღვაწეობის შემოთავაზებაც მიიღოს.

რაც უფრო მეტად მოინდომებთ, წლის მბრძანებელი, ვირთხა მეტად შეგიწყობთ ხელს წარმატებაში. ზოგიერთი ბავშვობის ჩანაფიქრებსაც კი განახორციელებს. როგორი დაღლილი და საქმეებით დატვირთულიც არ უნდა იყოთ, ნუ დაივიწყებთ დასვენებას, საყვარელ ადამიანებთან დროის გატარებას. ნუ დაგენანებათ თანხა დასვენებაზე, მეგობრებთან ერთად გართობაზე.

კომერციულ სფეროში მომუშავე ქალწულებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. აგრეთვე, ნებისმიერ საქმიანობაში დაიცავით ვადები. ზოგჯერ პატარა საქმეებმა შეიძლება დიდ პროექტებზე დიდი მოგება მოგიტანოთ.

  • 2020 წლის კარიერის პროგნოზი

თუ ადრე კარიერული საკითხები ნაკლებად გაღელვებდათ, წელს მეტად გააქტიურდებით. მოგინდებათ, ყველამ დააფასოს თქვენ მიერ შესრულებული საქმე და მატერიალური ჯილდოც მიიღოთ. გახსოვდეთ, რომ ყველა საქმეს აქვს პლუს/მინუსები და ხანდახან დაცემაც მოგიწევთ. მაგრამ აი, როგორ წამოდგებით და გააგრძელებთ საქმეს, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ეცადეთ, ისე იმოქმედოთ, რომ კონკურენტების მასხრად ასაგდები არ გახდეთ.

ეცადეთ, არ გაახმოვანოთ სამომავლო გეგმები - "კეთილისმსურველებმა" ბოროტად რომ არ ისარგებლონ თქვენი გულუბრყვილობით. აგრეთვე მოერიდეთ იმ ადამიანებს, ვისათანაც ადრე მუდმივი კონფლიქტი გქონდათ.

2020 წელი მივლინებებითაც დაგამახსოვრებთ თავს. საქმიანი შეხვედრები და კონფერენციები გელით. ეცადეთ, სოლიდურ შეხვედრაზე თქვენც სოლიდურად გამოიყურებოდეთ. ამის გამო ზოგიერთს იმიჯის შეცვლაც მოგიწევთ.

  • 2020 წლის ჯანმრთელობის პროგნოზი

მშვიერ ფორმაში ხართ, როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად. ნუ დაივიწყებთ სპორტსა და ვიტამინებს. აკონტროლეთ კვების (კალორიების), დასვენებისა და ძილის საკითხები.

ყოველი დილა მსუბუქი ვარჯიშით დაიწყეთ. კარგ შედეგს მოგიტანთ ხერხემლის გავარჯიშება. განსაკუთრებით, თუ მჯდომარე საქმიანობა გაქვთ. ვიტამინები მიიღეთ ხილისა და ბოსტნეულის სახით. აგრეთვე, გაამდიდრეთ რაციონი თხილეულით, რძის პროდუქტებით, ნატურალური წვენებით. საღამოობით დაღლილობის მოსახსნელად მიიღეთ თბილი აბაზანა, დამამშვიდებელი ბალახებით.

წლის მმართველი გირჩევთ მეტად პოზიტიური იყოთ. აუცილებლად გამონახეთ დრო დასვენებისთვის, ქალაქგარეთ გასასვლელად. ზაფხულში სრულყოფილად დაისვენეთ ზღვის კურორტზე. მოერიდეთ მკაცრი დიეტების დაცვას.

  • რა გელით ქალწულებს თვეების მიხედვით

იანვარი - მეტი დრო უნდა დაუთმოთ ოჯახის წევრების საქმეებს და საყოფაცხოვრებო ვალდებულებების შესრულებას.

თებერვალი - ახალი ჰორინზონტები გამოგიჩნდებათ, საინტერესო და პერსპექტიულ შემოთვაზებებს მიიღებთ.

მარტი - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდომარეობა.

აპრილი - გამოიჩინეთ ყურადღება ნათესავებისადმი და მიხედეთ საკუთარ ჯანმრთელობას.

მაისი - ხშირი შეხვედრების, შთაბეჭდილებების თვეა.

ივნისი - უამრავი ცვლილებება გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

ივლისი - ეცადეთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ახლობლებთან.

აგვისტო - მოერიდეთ შიპონგსა და მოგზაურობას.

სექტემბერი - ამ თვეს უნდა დაისვენოთ. გეკრძალებათ უსიამოვნო მოვლენებზე ფიქრი.

ოქტომბერი - ფული მოზომილად ხარჯეთ.

ნოემბერი - გაგიუმჯობესდებათ საქმეები სამსახურში და მატერიალური მდგომარეობაც გამოგისწორდებათ.

დეკემბერი - ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "მოულოდნელობებით აღსავსე წელი გელით"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მშვილდოსნებისთვის - "ფინანსური საკითხების მოგვარების წელია"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის -  "საბედისწერო შეხვედრა გელით"