ავტორი:

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის

ვარსკვლავები გირჩევენ, გაუფრთხილდეთ დროს. ყოველი დღე დაგეგმეთ, ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. დავალებები შეასრულეთ თქვენი ძალისა და ენერგიის გათვალისწინებით. თუ შემოქმედებითი იდეები გაქვთ, განახორციელეთ. გახსოვდეთ, რომ ნიჭიერი ადამიანები მუდამ დაფასებულები არიან. აირჩიეთ პარტნიორი, რათა საღამოები მარტოობაში არ გაატაროთ. დაქორწინებულებმა მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. საოჯახო ბიუჯეტი დეტალურად უნდა გქონდეთ გათვლილი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგზაურობასა და ბინის ყიდვაზე ოცნება ოცნებად დარჩება. გამონახეთ დრო შვილების აღზრდისთვის.

2021 წელს პლანეტების განლაგებამ შეიძლება ხშირად გამოიწვიოს დისონანსი თქვენს ცხოვრებაში. ეცადეთ, მუდმივად მყარად იდგეთ მიწაზე. ნაყოფიერი დრო გელით ივნის-ივლისში, როცა ბედნიერების პლანეტა იუპიტერი თევზებში გადავა. დაუთმეთ დრო უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებს. ჩამოწერეთ კარგად გააზრებული გეგმა. დამატებთი შემოსავალი შუა წელში გამოგიჩნდებათ. უარი არ თქვათ მცირე პროექტების განხორციელებაზე, თუ ისინი ფულს მოგიტანთ.

2021 წელს დაწინაურების შესაძლებლობა მოგეცემათ. აირჩიეთ თქვენი შესაფერისი საფეხური. დაიმსახურეთ უფროსის კეთილგანწყობა. ამბიციური და მკვეთრი ტონი ცოტა ხნით შეარბილეთ. ყველაფერი, რაც შორეულ მგზავრობასთან იქნება დაკავშირებული, კარგად უნდა გააანალიზოთ. არ დაუშვათ შეცდომები დოკუმენტების გაფორმებისას.

  • მამაკაცებისთვის

საზოგადოებაში გავრცელებული წესების გათვალისწინებით მოგიწევთ ცხოვრება. ხანდახან გაგიჭირდებათ, მაგრამ, უნდა შეძლოთ. სიამაყესა და შურისძიებას უნდა ებრძოლოთ. განსაკუთრებით, პირად ურთიერთობებში. ზოგიერთი შეხვდებით საქმიან ქალს და შეიძლება საქმეები მასთან ერთად აწარმოოთ. ზოგი კი შეხვდებით ისეთ ქალს, რომელთანაც ურთიერთობაც სულიერ სიამოვნებას მოგანიჭებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ კოლეგებს. გააუმჯობესეთ მათთან დამოკიდებულება. გათვისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან, საქმეებისგან. დაიწყეთ განვითარება, საკუთარი თავის სრულყოფილება. ზოგიერთს გამოგიჩნდებათ სპონსორი, რომელიც იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

  • ქალებისთვის

მიზანმიმართული და გარკვეულწილად გმირი ქალი ხართ, მაგრამ ნუ შეჭმუხნით წარბებს და იდუმალების იმიჯს ნუ შეიქმნით, იყავით გახსნილი, განსაკუთრებით ურთიერთობებისთვის. იმუშავეთ ხასიათის დარბილებაზე. რთული მომენტები მშვიდად დაარეგულირეთ. ხარის წელი გაძლევთ შანს, რომ შეხვდეთ ღირსეულ მამაკაცს და ეცადეთ, მის გვერდით მშვიდი და ღიმილიანი იყოთ. კარგი წელია ოჯახის შესაქმენელად. თუმცა, კარიერაშიც გელით წინსვლა, ერთი ადგილის ტკეპნა არ მოგიწევთ. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, საიმედო პარტნიორებს. ზოგიერთმა შეიძლება სამსახურებრივი რომანიც კი გააბათ. აკონტროლეთ ხარჯი, მუდმივად გქონდეთ გადანახული თანხა.

  • 2021 წლის მნიშვნელოვანი ასპექტები

მთელი წლის განმავლობაში უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. ნუ გადაიხდით ზედმეტს იქ, სადაც შეიძლება ფასდაკლება მიიღოთ. დაკვირვებით გააფორმეთ დოკუმენტები. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარ თავში ადამიანების განკურნები ნიჭი აღმოაჩინოთ.

სექსუალური თავგადასავლები, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზეა. შეხვდებით პარტნიორს, რომელიც ნამდვილად აგიჩქროლებთ სისხლს. მოერიდეთ ერთღამიან გასართობას. უმჯობესია, ჯერ ცოტათი მაინც ადამიანი გაიცნოთ, სანამ გვიანი არ იქნება. თანაც, ეცადეთ, ადამიანი საყვარელზე ადრე თქვენი მეგობარი გახდეს.

ხარის წელში ფულიც უნდა დააგროვოთ და ცოდნაც. შეიძლება მოგინდეთ ოკულტურ სფეროში მეტად გარკვევა; შეისწავლოთ ნუმეროლოგია, ტარო ან რუნები. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, არ მოაკლოთ ყურადღება ოჯახს. გაამხნევეთ ნათესავები მათთვის რთულ მომენტებში. იყავით გულუხვი მათ მიმართ, დაეხმარეთ საყოფაცხოვრებო სირთულეების მოგვარებაში. დაიწყეთ ბინის რემონტი; საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. უმეტესობას ნამატი გელით ოჯახში.

ზოგიერთმა შეიძლება საზღვარგარეთ ან უცხოელებთან გადაწყვიტოთ მუშაობის დაწყება. გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ სასოფლო მეურნეობას, მეცხოველეობას. ამ სფეროებმა შეიძლება გაგიუმჯობესოთ შემოსავალი. მუშაობისა და ვალდებულებების პარალელურად ნუ დაივიწყებთ გართობას, ხშირად შეხვდით მეგობრებს. მოაწყვეთ პიკნიკები.

  • 2021 წლის ზამთარი

მხოლოდ ახლობლებს უნდა ენდოთ. სამსახურში მეტი ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, მეუღლესთან. თუ გსურთ ოჯახი არ დაგენგრეთ, ერთად, შეთანხმებულად მოაგვარეთ უსიამოვნებები. მარტოხელებმა დაკვირვებით აირჩიეთ მომავალი პარტნიორი. იყავით მოსიყვარულე ახლობლების მიმართ. ნათესავების გამო მოიმატებს ხარჯი. ზოგიერთმა სახლიდან უნდა გაიტანოთ ზედმეტი ნივთები, ჩაანაცვლოთ ისინი ახლით. დაარეგულირეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. მათთან უსიამოვნება სიკეთეს არ მოგიტანთ. იანვარში მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. გახსოვდეთ, რომ დაავადებების უმეტესობა ნერვების მიზეზითაა.

  • 2021 წლის გაზაფხული

ღიმილიანი და ოპტიმისტური განწყობით შეეგებეთ გაზაფხულს. სიყვარული ის მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ყველა სირთულეს მარტივად გადაგალახვინებთ. დაქორწინებულებმა გამონახეთ 2-3 დღე, რათა საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ განმარტოვდეთ. იზრუნეთ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. არ დაივიწყოთ აუზი, სპორტდარბაზი, დილის ვარჯიში, ვიტამინების მიღება. გაფრთხილდით, რომ სექსუალურმა თავგადასავლებმა არ დაგიზიანოთ ჯანმრთელობა. გაიძლიერეთ იმუნიტეტი. გამოიკვლიეთ ღვიძლი და კუჭი. შეამცირეთ ცხიმიანი და მარილიანი საკვები.

მაისის დასაწყისში, მეგობრების მხარდაჭერით, შეიძლება პირადი ბიზნესი დაიწყოთ. კონკურენტებთან სამართლიანად იბრძოლეთ. დაკვირვებით გააფორმეთ უმნიშვნელო დოკუმენტიც კი.

  • 2021 წლის ზაფხული

ყველაფერს სხვა თვალით შეხედავთ. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური და სასიყვარულო სფეროები, სამსახურის საქმეები. დაისახეთ კონკრეტული მიზნები, ჩამოწერეთ ყველა დეტალი, რამაც შეიძლება ხელი შეგიწყოთ ან შეგიშალოთ სასურველის მიღწევაში და დაკვირვებულად იმოქმედეთ. ივნისის ბოლოს შეიძლება ძველ პროექტებს მიუბრუნდეთ. ნუ გადავარდებით ილუზიებში, სანდოობაზე გადაამოწმეთ ყველაზე ერთგული პარტნიორიც კი. მეტად დაუგდეთ ყური გამოცდილ სპეციალისტებს. ნებისმიერ კონფლიქტში დაიკავეთ დამკვირვებლის როლი და არ მიემხროთ არც ერთ მხარეს.

მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები. განსაკუთრებით, როცა საქმე ნათესავებს ეხება. დაოჯახებულებმა დაუყოვნებლივ მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები. სიფრთხილე გმართებთ მივლინების დროს. მგზავრობამდე გადაამოწმეთ ავტომობილი. საქმეების პარალელურად არ დაივიწყოთ დასვენება. გამონახეთ რამდენიმე დღე მაინც, რომ ზღვის სანაპიროზე წამოწვეთ. დაიმუხტეთ პოზიტივით. ებრძოლეთ ზედმეტ კილოგრამებს, დაიწყეთ დილაობით ვარჯიში. დესერტების ნაცვლად მიიღეთ ხილი და ბოსტნეული.

  • 2021 წლის შემოდგომა

აი, დადგა შემოდგომა და დიდი კალათა მოამზადეთ, წარმატებით, კომპლიმენტებით, აღიარებითა და ფულით რომ გაავსოთ. თქვენ მიიღებთ თქვენი ნამუშევრის შედეგს. გადაამოწმეთ ფინანსური მდგომარეობა, გამონახეთ თანხა დასვენებისა და აუცილებელი საყიდლებისთვის. გართობაზე ფულის ფლანგვას არ გირჩევთ. ბიზნესმენი ნიშნები განსაკუთრებით დაკვირვებულები უნდა იყოთ. დაკვირვებით აწარმოეთ მოლაპარაკებები, ყურადღებით გააფორმეთ დოკუმენტები. შეიძლება მოგიწიოთ ახალი საქმიანი პარტნიორების მოძიებამ. ახალი პროექტების განხორციელებამ. მაქსიმალურად მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. არ გაერიოთ მაქინაციებში, ავანტიურაში.

აკურატულობა მხოლოდ სამსახურში კი არა სახლშიც უნდა დაიცვათ. შეაკეთეთ გატეხილი, მწყობრიდან გამოსული ნივთები, აპარატურა. უმნიშვნელო დეტალებიც კი წესრიგში გქონდეთ, რომ მასშტაბური უსიამოვნებები აიცილოთ. შეიძლება მემკვიდრეობა მიიღოთ, მაგრამ დოკუმენტების გაფორმება ნერვების დაძაბვას მოგიტანთ. შემოქმედებით ადამიანებს შემოქმედებამ შეიძლება საგრძნობლად გაგიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.

დაიცავით დღის განრიგი, მოისწერიგეთ ძილისა და კვების რეჟიმი. ფიზიკური აქტიურობა გაგიძლიერებთ იმუნიტეტს. შეიძინეთ ველოსიპედი. სიზარმაცე და აპათია ცუდი მეგობრები არიან. თუ ერთ ექიმთან არ მოგწონთ მკურნალობა, გამონახეთ სხვა სპეციალისტი. ყურადღება მიაქციეთ უმნიშვნელო სიმპტომსაც კი, თუნდაც თავის ტკივილებს და გაერკვიეთ მიზეზებში.

  • 2021 წლის შვებულება

ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება აპრილიდან დაიწყეთ. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მაქსიმალურად მეტი დრო გაატარეთ ქალაქგარეთ. უმჯობესია, სამშობლოში დაისვენოთ, უხვად მიირთვათ ადგილობრივი ხილი და ბოსტნეული. ზაფხულში აუცილებლად დაისვენეთ. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს.

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის