ავტორი:

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის: როგორი წელი ელოდება დრაკონს

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის: როგორი წელი ელოდება დრაკონს

2023 წელს იღბალი არ დაგტოვებთ, მაგრამ არ უნდა იყოთ ამპარტავანი. აუცილებელია ნიჭის გამოვლენა, რაც შეიძლება ნათლად და სწრაფად. დაიცავით თქვენი პოზიციები. ნუ შეგეშინდებათ ზედმეტად თავდაჯერებული ჩანდეთ. თქვენი მიღწევები დიდწილად იქნება დამოკიდებული კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთგაგებაზე. მთავარია, არსად იჩქარო. შეასრულეთ სამუშაო მშვიდად და ასევე არ დაივიწყოთ კომპრომისი პარტნიორებთან ურთიერთობაში. თქვენი მდიდარი გამოცდილება და ცოდნა გააკვირვებს კონკურენტებსაც კი. გამოავლინეთ მეტი ურთიერთპატივისცემა ახლობლების მიმართ. მოთმინება და სწორი ქცევა წარმატების გასაღებია. ყველაფრის ერთბაშად მიღება არ შეიძლება, ჭირვეული ბავშვი ხომ არ ხართ?.. ისწავლეთ თავშეკავება და - კარიერისკენ მიმავალ გზაზე მავალმა თავი მაღლა ასწიეთ!

მამაკაცი დრაკონისთვის

რთული და კონფლიქტური პერიოდია, ამიტომ მეტი თავშეკავება გჭირდებთ (განსაკუთრებით იანვრიდან ივნისამდე). მით უმეტეს, თუ ესაუბრებით ადამიანებს, რომელთა სტატუსი საზოგადოებაში თქვენზე მაღალია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ გარშემო მყოფებმა გაუძლონ თქვენს "ცეცხლოვან“ პერსონას.

როგორ უნდა მოიქცეთ, წარმატებული რომ იყოთ:

- ტაქტიკა და დამთმობი;

- ეგოისტური ჩვევების აღმოფხვრა;

- კარგი რეპუტაცია;

- ტრენინგი;

- ეკონომიურობა და პრაქტიკულობა.

უმჯობესია არ დაკარგოთ დრო და ენერგია ახალ კონტაქტებზე. იმედგაცრუების მეტი არაფერი გელოდებათ. ახალი შეხვედრები სასიამოვნოს არაფერს მოგიტანთ. ყურადღებით ადევნეთ თვალი სასიყვარულო ურთიერთობების დინებას გაზაფხულზე. აქ შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვა და, ზოგჯერ, არაადეკვატური სიტუაციები. თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი დიდი ხანია ურთიერთობთ, მაშინ კრიტიკული არაფერი მოხდება. ახალშექმნილ წყვილებს მოუწევს ბევრი გარჯა თავისი კავშირის შენარჩუნებაზე. დაოჯახებული დრაკონი მამაკაცი მაქსიმალურად უნდა იყოს მორჩილი ცოლთან.

ქალბატონი დრაკონისთვის

კარიერული მისწრაფება და სამუშაოში თავით გადავარდნა იანვრიდან მაისამდე უარყოფითად იმოქმედებს პირად ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე. არასოდეს იჩხუბოთ სამსახურში და ნუ იჭორავებთ კოლეგებზე. შეინარჩუნეთ უნაკლო რეპუტაცია. შემოქმედებით აქტივობას დაუთმეთ გაზაფხულის სეზონი. მთავარია, სახლში არ იჯდეთ და არ მოიწყინოთ. გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის შუა რიცხვებამდე უნდა უფრთხილდეთ ჩხუბს და უთანხმოებას. გაგიჭირდებათ აღშფოთებისა და სარკაზმის შეკავება, მაგრამ თქვენ უნდა სცადოთ. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ხანდაზმულ ნათესავებთან. დაიწყეთ ახალი პროფესიის ათვისება. შემოდგომა შესაფერისია კარიერული ზრდისთვის. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ახალი იდეების განხორციელებას იოლად გაართმევთ თავს.

2023 წლის პროგნოზი ვირთხისთვის ფენშუის მიხედვით

ამეთვისტო ან პირიტი დაგიცავთ ყოველივე უარყოფითისგან. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ წელს ბევრ სფეროში წარმატებული იქნებით. უბრალოდ აკონტროლეთ სიტყვები, არ მისცეთ საკუთარ თავს უხეშობის უფლება. განსაკუთრებით უფროსებთან მიმართებაში.

2023 წლის იღბლიანი ფერები დრაკონისთვის: ალისფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი.

ციფრები: 6, 2 და 5

2023 წლის ფინანსები

მნიშვნელოვანია დაიცვათ ბალანსი ხარჯებსა და მოგებას შორის. იყავით ეკონომიური, უარი თქვით ძვირად ღირებული ნივთების შეძენაზე. ახლა კარგი ამბავი გელით ბიზნესმენ და დამწყებ მეწარმეებს. თქვენ შეძლებთ ხელი მოაწეროთ მომგებიან კონტრაქტს, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით. ყურადღებით წაიკითხეთ ხელშეკრულების პირობები. ფულის მხრივ მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ შემოდგომაზე. ხელფასის გაზრდა ან ბონუსების მიღება გელოდებათ.

2023 წლის კარიერა

წლის განმავლობაში მუდმივად დაამტკიცებთ თქვენს პროფესიონალიზმს და განამტკიცებთ ავტორიტეტს. კარიერული ზრდა ან ახალი თანამდებობა მოსალოდნელია ზაფხულში ან ოქტომბერში. უფროსი დააფასებს თქვენს შრომას, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენს ხელფასზე. გინდათ დაიწყოთ ახალი ბიზნესი? შეაგროვეთ დოკუმენტები და გახსენით, ენერგია ულევი გაქვთ.

2023 წლის სიყვარული

იანვრიდან აპრილამდე დაოჯახებულების ცხოვრებაში ჰარმონიული პერიოდია მოსალოდნელი. მარტოხელებს ფლირტი და რომანტიკა გელოდებათ. იყავით დაკვირვებული ახალგაცნობილისადმი. გაზაფხული და ზაფხულის რომანტიკული პერიოდია ახალი ნაცნობობისთვის. გრძნობები ხანდახან გამორთეთ და გონება ჩართეთ. თუ მარტოხელა ხართ და ვინმე მოგწონთ, მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. აგვისტო და შემოდგომის დასაწყისი საუკეთესო გავლენას მოახდენს პირად სფეროზე. ურთიერთობა დათბება და დატკბება. მოულოდნელი შეხვედრა და საბედისწერო გამოდგეს და ქორწინებით დაგვირგვინდეს. შემოდგომის ბოლო და დეკემბერი არის შესაფერისი დრო ბინის განახლებისთვის ან ახალ ბინაში გადასასვლელად. ეცადეთ, სამუშაოს გამო დაოჯახებული დრაკონი მოწყვეტილი არ იყოთ სახლსა და ბავშვებს. მათზე მეტი მზრუნველობა გმართებთ.

2023 წლის ჯანმრთელობა

თავს მშვენივრად გრძნობთ. იპოვეთ ისეთი რამ, რისი კეთებაც გიყვართ თქვენი გონებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დაკავდით სპორტით, რათა შეინარჩუნოთ ფორმა. გირჩევთ, გონივრულად დაგეგმოთ თქვენი დრო და ენერგია. ბევრი იმუშავეთ და ახლა დასვენებაც გჭირდებათ. გაერთეთ მეგობრებთან ერთად ან წადით დასასვენებლად - ჩაერთეთ აქტიურ საქმიანობაში. ზოგადად, დრაკონს ბევრი ენერგია აქვს და ფიზიკურად ჯანმრთელია. გირჩევთ, არ მოიმატოთ წონაში და მუდმივად იზრუნოთ განწყობის გაუმჯობესებაზე.